კანავარო: კვარაცხელიამ ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოძებნოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ მომავალ სეზონში ნეაპოლური გუნდის პერსპექტივებზე "გაძეტა დელო სპორტთან" ისაუბრა:

"კიმის წასვლის გამო ცოტა შეშფოთებული ვარ. კორეელი კარგი ფეხბურთელია და მისი შეცვლა ძნელი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში "ნაპოლიზე" სატრანსფერო ბაზარი გავლენას ნაკლებად მოახდენს.

კვარაცხელიას თამაშის გასაუმჯობესებლად ყველაფერი აქვს და ის ჭკვიანია. სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა. შემდეგ ცოტა მოუკლო, ვინაიდან სერია A-ში მეტოქეები გსწავლობენ და უფრო ყურადღებით გმეურვეობენ. ახლა მან ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოძებნოს.

მწვრთნელის, რუდი გარსიას სათამაშო სისტემა მეტ-ნაკლებად გასაგებია, თუმცა გუნდის ტაქტიკის შეცვლა ძნელია. ჩემთვის
პირველი მატჩების ნახვა საინტერესო იქნება. სპალეტის მერე "ნაპოლის" მწვრთნელობა ნებისმიერს გაუჭირდება. ველოდები გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს სიამოვნებას მიანიჭებს. ნეაპოლელებს ლამაზი ფეხბურთი უყვართ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ახალი ფილოსოფია ჭირდება ხვიჩას აშკარად, რადგან ძველი ყველა მცველმა იცის უკვე. არ გაუჭირდება გამოსავლის ნახვა. მარცხნიდანაც უნდა შეძლოს დრიბლინგი და ახალი ელემენტებით
ლევან მაღლაკელიძე
09 ივლისი 2023 10:07
0
სერია A წელს გაბსნძდებს. გაძლიერების ნაცვლად სუსტდებიან გუნდები
იმერელი
07 ივლისი 2023 13:27
7
კერ ცოტაც დაისვენოს. და ჯუᲦელასᲗან დალაგდეს.
ტარო
07 ივლისი 2023 09:47
5
ხვიჩა მესხი არ არის და დღეს მესხის დროინდელ ფეხბურთს არ თამაშობენ, რაღაცატომ ამ ბოლო დროს ხვიჩამ ააღორძინა მესხის ფეხბურთი. დგას ხვიჩა ფრთაზე და ელოდება როდის მიაწვდიან ბურთს, ამ დროს წინ უნდგას ერთი მცველი და ბურთის მიღებისთანავე მის უკან ჩნდება მეორე (მესხის დროს მეორე მცველი მაშინ ჩნდებოდა პირველს რომ მოატყუებდა), ხვიჩაც იძულებულია ბურთი უკან დააბრუნოს. რაშია გამოსავალი? ხვიჩამ უნდა მოითხოვოს, რომ მას პასი მოძრაობაში მისცონ და მასთან ხშირად გაითამაშონ ცოცხალი კედელი. აქ, კი ხვიჩა შეუდარებელი იქნება.ასევე, იქნებ შეაგნებინოთ ახალ მწვრთნელს, რომ ხვიჩა და ოსიმენი თავის კართან არ უნდა ჩადიოდნონ, საჯარიმოს გარე ხაზამდე უნდა იხევდნონ და იქ მოგერიებულ ბურთზე ნადირობდნონ.
ჟორა გაბრიჭიძე
07 ივლისი 2023 09:12
2
მე მინახია მესხის თამაში და გიორგის ვეთანხმები:გუცაევი,ძალიან მაგარი იყო,მაგრამ მესხის დონისა არა.მესხი და მეტრეველი,მსოფლიოს საუკეთესო ფრთებადაც კი აღიარეს და არგენტინაში ტურნეს დროს,გულშემატკივრებმა,მაისური შემოახიეს!ვოვა გუცაევი,ორივე ფრთიდან უტევდა,მიშა კი,მხოლოდ მარცხნიდან და ორი მცველი,მისთვის არაფერს ნიშნავდა.გასაოცარი ფინტების და შეუდარებელი სასტარტო აჩქარების წყალობით,მცველებს,სასაცილო მდგომარეობაში აგდებდა,ხოლო იმის გამო,რომ ყოფილი მოჭიდავე იყო,ფიზიკურადაც ძლიერი იყო და მცველები ვერ ჩაგრავდნენ,ფიზიკურად ხოლო თუ მცველი ზღვარს გადავიდოდა,მაშინ მიშას შეეძლო თავის დაცვა და მცველს რომ მიეჭრებოდა,ისინი უკან იხევდნენ.მიშა ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო,როცა მოქანდაკე ბერძენიშვილმა ნახა მისი თამაში და დაუწერა,წინასწარმეტყველება,რომ გაიზრდება ისეთი,რომ მისი მსგავსი თავდამსხმელი,მანამდე არ გვყოლია და ის,აუცილებლად ითამაშებს სსრკ ნაკრებში.გიორგის,ორი დისლაიქი და ნული ლაიქი აქვს.რაც იმას ნიშნავს,რომ მათ მესხის თამაშზე,წარმოდგენაც კი არა აქვთ.ასეთივე დამოკიდებულებაა,ძველი დროის სხვა ვარსკვლავების მიმართაც.არ იციან მათ შესახებ და ვისზეც იციან,იქიდან არჩევენ საუკეთესოებს.
სოსო
08 ივლისი 2023 08:53
0
მესხი ფენომენალური ფეხბურთელი იყო. 6 ჯერ იყო დასახელებული სსრკს საუკეთესო მარცხენა ფორვარდად. მე არ მინახავს მისი თამაში, მაგრამ ბევრს ეხსომება გუცაევის თამაში რომელიც მართლაც მაგარი იყო ამავე ფლანგზე და სულ 3 ჯერ იყო დასახელებული საუკეთესოდ, თავისთავად ძალიან კარგი შედეგია მაგრამ ეს წარმოდგენას შეგიქმნის მესხის კლასზე. მიშა მესხი ერთადერთი ქართველი იყო ყიფიანის გარდა რომელიც მსოფლიოს ნაკრებში მიიწვიეს, მაგრამ ვერც კი გაიგო ამის შესახებ--რუსებმა ფიფასთან იაშჩინს გაუწიეს რეკომენდაცია და იმან მიიღო მონაწილეობა უემბლიზე გამართულ შეხვედრაში მის ნაცვლად. ამასთან ერთად მესხი როგორც ვიცი მხოლოდ მარცხენა ფლანგზე მოძრაობდა და თამაშობდა. კვარაცხელია უფრო ფართო დიაპაზონის მოთამაშე ჩანს თავისი პოტენციალით. ეს კარგად გამოჩნდება ხოლმე როცა ფლანგიდან ფლანგზე გადააქვს ბურთი და შეტევის მიმართულებას ცვლის. იგივე გუცაევისგან ესეთი რამე საერთოად არ მახსოვს. შეიძლება ფეხბურთი იყო ასეთი მაშინ არ ვიცი, მაგრამ ხვიჩას ლიდერის, თამაშის გაძროლის პოტენციალიც აქვს, მე მგონი. რაც შეეხება მარცხენა ფლანგს, კვარაცხელიას მესხის სახით მისაბაძი მაგალითი აქვს ჩვენსავე ფეხბურთში რაც ძალიან კარგია მისი ზრდისთვის.
გიორგი
07 ივლისი 2023 14:23
2
Ტორპედო - პიუნიკი
0 : 3
ტორპეეეეეეედოოოოო...
G.LA
06 ივლისი 2023 23:00
16
ხვიჩას კლასი,არავისში აღარ იწვევს ეჭვს.ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს,ტაქტიკაში რადიკალური ცვლილებების მოხდენა,ძალიან ძნელია,ახლა კი,მოსამზადებელ პერიოდში და ახალი მწვრთნელის შესრულებით,აუცილებლად იქნება ტაქტიკური სიახლეები,ხვიჩას უკეთესად გამოყენების მიმართულებითაც.თვითონ მის თამაშშიც რა თქმა უნდა ცვლილებებს შეიტანს მწვრთნელი და გუნდურ ტაქტიკაშიც.ახლა მათ საკმარისი დრო აქვთ,საამისოდ.დასვენებული და ძალღონით სავსე ხვიჩას ნახვაც,ძალიან საინტერესო იქნება.დარწმუნებული ვარ,მას უფრო მეტი მოვალეობები დაეკისრება.
სოსო
06 ივლისი 2023 21:26
2
ძალიან ბევრი აქვს კიდევ სასწავლი, მისი შესაძლებლობების ფეხბურთელს ფინტების მთელი არსენალი უნდა ქონდეს არა მარტო თეორიულად არამედ პრაქტიკულ გამოყენებაშიც, კაცის მოტეხვა ხან ერთ მხარეს და ხან მეორე მხაქრეს გასაგებია უკვე მცველებისთვისაც. საშინლად ბევრი ვარჯიში მოუწევს რომ მთელი სეზონი მაღალ დონეზე თუ არა ნორმალურად მაინც ჩაატაროს. წარმატებებს ვუსურვებ და მოუთმენლად ველოდები მის პირველ თამაშებს სეზონის დასაწყისში.
გმადლობთ
რუსთავი
06 ივლისი 2023 21:05
7
კარში დარტყმები უნდა დახვეწოს!მიდი ხვიჩა!
ლექსო
06 ივლისი 2023 20:46
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული