კანავარო: კვარაცხელიამ ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოძებნოს

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა მცველმა ფაბიო კანავარომ მომავალ სეზონში ნეაპოლური გუნდის პერსპექტივებზე "გაძეტა დელო სპორტთან" ისაუბრა:

"კიმის წასვლის გამო ცოტა შეშფოთებული ვარ. კორეელი კარგი ფეხბურთელია და მისი შეცვლა ძნელი იქნება. ნებისმიერ შემთხვევაში "ნაპოლიზე" სატრანსფერო ბაზარი გავლენას ნაკლებად მოახდენს.

კვარაცხელიას თამაშის გასაუმჯობესებლად ყველაფერი აქვს და ის ჭკვიანია. სეზონის პირველი ნახევარი შესანიშნავად ჩაატარა. შემდეგ ცოტა მოუკლო, ვინაიდან სერია A-ში მეტოქეები გსწავლობენ და უფრო ყურადღებით გმეურვეობენ. ახლა მან ახალი გადაწყვეტილებები უნდა მოძებნოს.

მწვრთნელის, რუდი გარსიას სათამაშო სისტემა მეტ-ნაკლებად გასაგებია, თუმცა გუნდის ტაქტიკის შეცვლა ძნელია. ჩემთვის
პირველი მატჩების ნახვა საინტერესო იქნება. სპალეტის მერე "ნაპოლის" მწვრთნელობა ნებისმიერს გაუჭირდება. ველოდები გუნდს, რომელიც გულშემატკივრებს სიამოვნებას მიანიჭებს. ნეაპოლელებს ლამაზი ფეხბურთი უყვართ".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ახალი ფილოსოფია ჭირდება ხვიჩას აშკარად, რადგან ძველი ყველა მცველმა იცის უკვე. არ გაუჭირდება გამოსავლის ნახვა. მარცხნიდანაც უნდა შეძლოს დრიბლინგი და ახალი ელემენტებით
ლევან მაღლაკელიძე
10:07 09-07-2023
0
სერია A წელს გაბსნძდებს. გაძლიერების ნაცვლად სუსტდებიან გუნდები
იმერელი
13:27 07-07-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული