რუდი გარსიას გუნდმა შეკრება 13 ივლისიდან დაიწყო. შარშანდელის მსგავსად, პირველი მეტოქე "ანაუნე" იქნება. ამ სამოყვარულო გუნდთან ქართველი გარემარბის არაოფიციალური დებიუტი შედგა, "კვარამ" კი თავი დუბლითა და საგოლე პასით გამოიჩინა (შეხვედრა 10:0 დასრულდა). როგორც ცნობილია, იმ ფეხბურთელებს, რომლებმაც სანაკრებო მატჩები ჩაატარეს, რამდენიმე დღით მეტი დასვენების საშუალება მიეცემათ. ხვიჩა კვარაცხელია შევბულების დარჩენილ
მსოფლიო ჩემპიონატის უცნაურ დროს ჩატარების გამო გასული საკლუბო სეზონი ნაადრევად დაიწყო, ახლა კი გუნდებს მოსამზადებლად მეტი დრო აქვთ. სავარაუდოდ, "ნაპოლი" რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. მოგეხსენებათ, ჩემპიონატის პირველ ტურში ისინი გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" 20 აგვისტოს ესტუმრებიან. სექტემბრის სანაკრებო პაუზამდე იტალიაში სამი ტური მოესწრება. 2023 წელს სულ 18 ტური ჩატარდება, რასაც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დაემატება.
ჯერჯერობით გუნდში ვიქტორ ოსიმენი რჩება და ამ ეტაპზე მძლავრ დუეტს დაშლა არ ემუქრება. წამსვლელ-მიმსვლელთა საკითხი უახლოეს პერიოდში უნდა გააქტიურდეს.
მომავალი "ნაპოლი" - ცნობილი დუეტი, ტოპტრანსფერის გარეშე, მწვრთნელის "ნაცნობები" და მთავარი ცვლილება
კვერნაძე VS კვარაცხელია პირველივე ტურში - სერია "ა"-ს კალენდარი ცნობილია
მიუხედავად ხანგრძლივი და დამქანცველი სეზონისა და სწორად აღნიშნა აქ „გულშემატკივარმა“, გადაღლა არის ფიზიკური, ფსიქოლოგიური, მენტალური და ა.შ. ლამის არსებობის ზღვარზე ხარ და ხშირად საკუთარი თავის უარყოფამდეც მიდიხარ. გარდა ამისა, იყო სხვა ფაქტორებიც, რომლის გაუთვალისწინებლობა არ იქნება, მაგრამ ძნელია RX-საც არ დაეთანხმო, როცა ლამის პენსიონერმა მოდრიჩმა ძვლებიც დადო მინდორზე ხორვატიის დროშისა და გერბისათვის. ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და თუ გინდ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გამარჯვება, თუ გინდ ოლიმპიადაზე გამოსვლა ინგლისისათვის შეიძლება ბევრს არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენთვის ბევრს ნიშნავს. სხვა დიდ ქვეყნებში ევროპის ჩემპიონატის ჩატარება შეიძლება ვერც შეემჩნიათ, ჩვენთან კი სტადიონი გაივსო, 50 ათასი ადამიანი მოვიდა და გულმხურვალედ უჭერდა მხარს ნაკრებს, რამდენი ათასი ტელევიზორთან იგლეჯდა ნერვებს... შენ გამორჩეულმა, სასიქადულო, ლამის ეტალონმა ქართველმა კი უნდა დააფასო ეს ხალხი და შესაბამისი ნაბიჯი გადადგა. ვფიქრობ, ბოლო 10-15 წუთი რომ ეთამაშათ, უვარჯიშებელი ხვიჩა და მიქაუტაძე ნაკრებს წარმატებას მოუტანდა, როგორც იზრაელთან, ასევე მთლიანად ჩემპიონატში.
თუმცა ეს წასული ამბავია. ხვიჩამ იმდენი სიკეთე მოუტანა ქვეყანას, იმდენი სიხარული, ბედნიერება აჩუქა ქართველ ერს, ჩემთვის ლამის პატარა საფეხბურთო ღმერთად იქცა და მის სასაყვედუროდ ენა არ მომიბრუნდება.
და კიდევ ერთი, ზოგიერთის გასაგონად, ვიცი ყველას უყვარს ხვიჩა და ზოგს თავისებურად, მაგრამ დაანებეთ ამ დაოჯახებას და ქორწილის წაღმა-უკუღმა ხსენებას თავი. ხვიჩა თუ ძლიერია და წარმატებულია, ეს პირველ რიგში მისი მშობლების და ოჯახის, მისი მეუღლის სიყვარული და პატივისცემაა და გამოვიჩინოთ ჩვენც ელემენტარული პატივისცემა.
უფლის წყალობა ნუ მოაკლოს ხვიჩას და სრულიად საქართველოს!