"რატომ ვერ ითამაშა მირანჩუკმა კვარაცხელიას დონეზე?" - სიომინმა უპასუხა

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ექსმწვრთნელმა იური სიომინმა უპასუხა კითხვაზე - რატომ ვერ ითამაშა მისმა ყოფილმა ფეხბურთელმა, 27 წლის ნახევარმცველმა ალეკსეი მირანჩუკმა, იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას დონეზე.

"იტალიაში მირანჩუკის კარიერა ურიგოდ არ ვითარდება. ალბათ, სადღაც შეიძლებოდა უკეთესიც ყოფილიყო, მაგრამ აქ უკვე ვეღარაფერს გააწყობ.

ტრავმები არ აძლევს მირანჩუკს ისეთივე წარმატების მიღწევის საშუალებას, როგორსაც ხვიჩამ მიაღწია", - განუცხადა სიომინმა РБ Спорт-ს.

მირანჩუკი სერია A-ში 2020 წლიდანაა და "ტორინოში" იჯარის შემდეგ "ატალანტაში" დაბრუნდა.

მკითხველის კომენტარები / 18 /
განმარტება "გამბლერს": თუ ვერ ხვდებით რა შუაშია ფეხბურთთან, ანუ ფეხბურთის დონესთან ვეფხისტყაოსანი - მართლა ცუდათაა საქმე. გეკითხებით: ყველა ერს აქვს ვეფხისტყაოსნის დონის შედევრი? ისე სხვათა შორის ვეფხისტყაოსნის დასაწყისში საუბარი არის . . . "მობურთლისათვის მოედანის მიცემაზე"- ანუ ყველამ არ უნდა ითამაშოს ბურთიო. გასაგებია ბატონო ჩემო დიდი შოთას აზრი?
ვაჟა მასწ.
23:20 11-07-2023
2
მირანჩუკი კარგი ფეხბურთელია მაგრამ კვარაცხელიას შედარება მე მგონი არარის მართებული. ვერც ვერასდროს ვერ ითამაშებდა ხვიჩას დონეზე
ტაჰამატა
19:50 11-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული