"ნაპოლის" პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა ახალი მაისურების წარდგენისას განაცხადა, რომ ვიქტორ ოსიმენი გუნდში დარჩება, თუმცა რომც წავიდეს, სხვა ტალანტებს იპოვის:
"ოსიმენს ჩვენს ახალ მაისურში მომავალ სეზონში ვიხილავთ. ამის თქმა დანამდვილებით შემიძლია. თუმცა, თუ ძალიან კარგი ფინანსური წინადადებით მოგვმართავენ, სხვა დიად ნიჭიერ ფეხბურთელებს მოვძებნით, როგორც ეს თავის დროზე კვარაცხელიას ან იმავე ოსიმენის შემთხვევაში იყო".
დე ლაურენტისმა "იუვენტუსში" გადასული სპორტული დირექტორის, კრისტიან ჯუნტოლის ნათქვამზე გააკეთა კომენტარი, რომელმაც გაამხილა, რომ მუდამ "იუვეს" გულშემატკივარი იყო: "ამას არ ველოდი. ეს რომ მცოდნოდა, კლუბიდან უფრო ადრე
გავუშვებდი".
"ნაპოლის" პრეზიდენტმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა ახალ მწვრთნელ რუდი გარსიას და აღნიშნა, რომ როგორც სერია A-ში, ასევე ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის იბრძოლებენ და ქომაგების დიდი იმედი აქვს.