azerisport: "ნეფთჩიმ" კვირკველიას კონტრაქტი გაუწყვიტა

AutoSharing Option
azerisport-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველმა საბა კვირკველიამ "ნეფთჩი" დატოვა.

გამოცემის მტკიცებით, კვირკველიასთან დამშვიდობება გუნდის ახალი მწვრთნელის, ადრიან მუტუს ინიციატივით მოხდა.

კლუბს კვირკველიასთან კონტრაქტის გაწყვეტა ჯერ არ დაუდასტურებია.

კვირკველია "ნეფთჩიში" 2022 წლის ზაფხულში "გაგრადან" გადავიდა და ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. საბამ 8 ივლისს "ცრვენა ზვეზდასთან" წაგებულ მატჩში (0:4) მიიღო მონაწილეობა, ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადებოდა და მისი გაშვება მოულოდნელი გახლდათ.

მკითხველის კომენტარები / 15 /
Tbilisis dinamoshi გვჭირდები საბა მოდი დინამოში დაგვეხმარე ლიგის ჯგუფში შესვლაში და მერე სადაც გინდა იქ წადი უკეთესი გუნდები მიგიწვევენ...
სიმართლე
13 ივლისი 2023 19:57
4
მეცინება რა ზოგიერთის კომენტარზე ნეფთჩის თუ არ გამოადგა დინამოს, ბათუმს ან ტორპედოს რაში გამოადგება?
ტტტ
13 ივლისი 2023 20:55
9
კომპენსაცია უნდა აიღოს. თუ არა და უჩივლოს.
ჰაჰა
13 ივლისი 2023 21:14
1
გაუწყვიტეს და კომპენსაციასაც მისცემენ,თვითონ კი,სხვაგან წავა სათამაშოდ.ჩვენს გუნდებს,ნამდვილად დაეხმარება,თუ წამოვა.
სოსო
13 ივლისი 2023 20:52
3
გადაუხადონ რაა კაი ხელფასი და ითამშოს ან დინამოებში ან ტორპედოში ტორპედო ამდენ ფულს ხარჯავს არ გაუჭირდებააა ...
bejo
13 ივლისი 2023 20:37
3
ასეთი რა ბოღმა ჭირს ზოგ გულშემატკივარს? სოლომონი ძალიან ძლიერი დამცველია, მართალია ხელიდან კი გაუშვა კარიერაში ნახტომის მომენტი, მაგრამ კიდევ ითამაშებს მაღალ დონეზე, ნაკრებსაც გამოადგება. აი ლორიას მაგალითი აიღეთ. დაახლოებით იგივეა. კიპროსი რაა? ჩამოვიდა დინამოში და ასტანასთან ფრე პირველ რიგში მისი დამსახურებაა, თვალებშ გეცემა მისი მაღალი კლასი!ასე რომ, სოლომონ! გადმოდი დინამოში! გვჭირდები! (ორივე დინამოშ საჭირო ხარ!)
alexandre
14 ივლისი 2023 12:10
1
სავარაუდოდ გუნდი ევროტურებზე წარმატების იმედად შექმნეს და 0-4-ზე არ უღირთ შენახვა, ასეთ სიტუაციაში ასაკიან და მაღალხელფასიანებს უშვებენ და უფრო პერსპექტიულები მოყავთ. ეგ ნებისმიერ გუნდს გამოადგება, ოღონდ ევროებზე ვერ ითამაშებს
მოყვარული
13 ივლისი 2023 23:02
3
ეგ 0:4 ამხანაგური თამაში იყო მოსამზადებელ ეტაპზე.
QT
13 ივლისი 2023 23:38
2
გროზნოს ახმატი დახატავდა, მენტალურად ზედგამოჭრილია მისთვის. ან დონბასის,ყირიმის და რომელიმე ოკუპირებული ნაწილის გუნდში წავიდეს
kjui
14 ივლისი 2023 08:32
15
წავიდეს სომხეთის ლიგაში მერე.მშვენიერი ხელფასები და დონეა.
Robert22
14 ივლისი 2023 01:03
11
საბა ძალიან პერსპექტიული იყო, ყველა მონაცემი ქონდა რომ დიდი ფეხბურთი ეთამაშა. თუ გახსოვთ, კაპელო რომ რუსეთის ნაკებს წვრთნიდა, ძალიან მოწონდა საბა, გულიც დაწყდა რომ ვერ აიყვანდა. ეგ რომ დროზე წასულიყო რუსეთიდან, ეხლა ევროპის წამყვანი ჩემპიონატებიდან ერთერთში ითამაშებდა კარგ გუნდში.
არტ
14 ივლისი 2023 11:00
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული