azerisport-ის ცნობით, საქართველოს ნაკრების 31 წლის მცველმა საბა კვირკველიამ "ნეფთჩი" დატოვა.
გამოცემის მტკიცებით, კვირკველიასთან დამშვიდობება გუნდის ახალი მწვრთნელის, ადრიან მუტუს ინიციატივით მოხდა.
კლუბს კვირკველიასთან კონტრაქტის გაწყვეტა ჯერ არ დაუდასტურებია.
კვირკველია "ნეფთჩიში" 2022 წლის ზაფხულში "გაგრადან" გადავიდა და ორწლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს. საბამ 8 ივლისს "ცრვენა ზვეზდასთან" წაგებულ მატჩში (0:4) მიიღო მონაწილეობა, ახალი სეზონისთვის გუნდთან ერთად ემზადებოდა და მისი გაშვება მოულოდნელი გახლდათ.