"სლოვანმა" ჩაკვეტაძის შემცვლელ ქართველს მიაკვლია

AutoSharing Option
სლოვაკური "პრავდა" წერს, რომ გიორგი ჩაკვეტაძეს საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდა, "გენტი" მასში დაახლოებით 5 მილიონ ევროს ითხოვდა, უპირატესობა იმ კლუბს მიანიჭა, რომელიც ფინანსურ გარანტიებს შეასრულებდა. ქართველი შეთავაზებების ნაკლებობას არ განიცდიდა და "მეცის" სახით ახალი გუნდი აირჩია.

გამოცემა წერს, რომ "სლოვანი" ჩაკვეტაძის შემცვლელად ახალ ქართველს ეძებს და ის, ალბათ, "საბურთალოს" კაპიტანი იური ტაბატაძე იქნება, 23 წლის უნივერსალს ფლანგზეც შეუძლია ითამაშოს და შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზეც და მან ამ სეზონში 16 მატჩში 7 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 2 /
დღეის მდგომარეობით ტაბატაძე ბევრად ჯობია ჩაკვეტაძეს
კაპიტანი
20:34 17-07-2023
1
რანაირადაა ჩაკვეტაძის შემცვლელი? ჩაკვეტაძე მარცხენა ვინგერია, ტაბატაძე მარჯვენა... ისე კარგი ბიჭია, გამოადგებათ...
ვენეციის კომისია
21:53 13-07-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული