90 მილიონი ევრო ხვიჩას სანაცვლოდ - "ნიუკასლი" "ნაპოლის" შეთავაზებას უმზადებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლი" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება. Il Mattino-ს ცნობით, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა მზადაა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

"ხვიჩას მიმართ ყველანაირ შემოთავაზებას დე ლაურენტისი ბლოკავს, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია შემოთავაზებაზე. ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგური გუნდის წარმომადგენლები მზად არიან "პარტენოპეის" პრეზიდენტს სერია A-ს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადონ" - წერს გამოცემა. 

რაც შეეხება დე ლურენტისის პოზიციას, არსებობს 2 ვარიანტი - ან დაბლოკავს ყველანაირ შეთავაზებას ან მოაწყობს ე.წ. აუქციონს, რადგან ფასი რაც შეიძლება მაღლა აწიოს. 

მომზადებულია Areanapoli-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 41 /
ისე ნიუკასლზე გამახსენდა და სანდრო ტონალი ხომ ნიუკასლში გადავიდა? რომელი? რომელი და ის სანდრო ტონალი ახალ გუნდში ტრანსფერი რომ ელოდა, იმ მილანის ფეხბურთელი ნაპოლი რომ ძაღლივით ათრია, ის ტონალი მარადონაზე მეტი თამაში რომ ითამაშა არ დაღლილა და 21 წლამდელთა ნაკრებს რომ წაყვა ევროპირველობაზე. და ის ტონალი შეყვარებულიც რომ ჰყავს მამენტ. შორიდან უნდა დავაკვირდე ვინ უფრო კარგად დაფარავს საფეხბურთო მარათონს და არა სტომეტროვკას. ვნახოთ აბა შევაჯამოთ 10 წლის თავზე.
იბერია
09:32 16-07-2023
9
ნიუკასლი მომავლის გუნდია, ეს კლუბი ჰეგემონიისთვის მზადებას იწყებს
გოგა
00:09 16-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული