90 მილიონი ევრო ხვიჩას სანაცვლოდ - "ნიუკასლი" "ნაპოლის" შეთავაზებას უმზადებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლი" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება. Il Mattino-ს ცნობით, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა მზადაა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

"ხვიჩას მიმართ ყველანაირ შემოთავაზებას დე ლაურენტისი ბლოკავს, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია შემოთავაზებაზე. ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგური გუნდის წარმომადგენლები მზად არიან "პარტენოპეის" პრეზიდენტს სერია A-ს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადონ" - წერს გამოცემა. 

რაც შეეხება დე ლურენტისის პოზიციას, არსებობს 2 ვარიანტი - ან დაბლოკავს ყველანაირ შეთავაზებას ან მოაწყობს ე.წ. აუქციონს, რადგან ფასი რაც შეიძლება მაღლა აწიოს. 

მომზადებულია Areanapoli-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 41 /
ისე ნიუკასლზე გამახსენდა და სანდრო ტონალი ხომ ნიუკასლში გადავიდა? რომელი? რომელი და ის სანდრო ტონალი ახალ გუნდში ტრანსფერი რომ ელოდა, იმ მილანის ფეხბურთელი ნაპოლი რომ ძაღლივით ათრია, ის ტონალი მარადონაზე მეტი თამაში რომ ითამაშა არ დაღლილა და 21 წლამდელთა ნაკრებს რომ წაყვა ევროპირველობაზე. და ის ტონალი შეყვარებულიც რომ ჰყავს მამენტ. შორიდან უნდა დავაკვირდე ვინ უფრო კარგად დაფარავს საფეხბურთო მარათონს და არა სტომეტროვკას. ვნახოთ აბა შევაჯამოთ 10 წლის თავზე.
იბერია
16 ივლისი 2023 09:32
9
საქართველო იტალიაზე იტალიელებს უგულშემატკივტე,მაკარონი ჩემზე იყოს ჩათხრით
D0N
16 ივლისი 2023 19:18
1
ნიუკასლი მომავლის გუნდია, ეს კლუბი ჰეგემონიისთვის მზადებას იწყებს
გოგა
16 ივლისი 2023 00:09
0
უნდა წავიდეს, სად ინგლისის დონე და სად სერია ა? მინიმუმ 7 მლნ.ხელფასსაც მიცემენ, ნაპოლიმ 2,5 რომ ახვეწნინა და იტალიაში ახალს რას შესთავაზებს? ბოლო 16 თამაშში მაგრად დაკეტეს თან და ალღოც აუღეს. თუ ზრდა და დონე უნდა, ინგლისი ჯობია. ნიუკასლი ყველაზე მდიდარი გუნდია და კარგ ფეხბურთსაც თამაშობს, მომავალი ჩემპიონია თუ კვარა გადავა.
გია
15 ივლისი 2023 23:27
2
რა ნიუკასლი? ნიუკასლი წელს სასწაულებრივად მეოთხე ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგას ითამაშებს, (ლივერპული მეხუთეზე გავიდა და შესაბამისად ევროლიგაზეა) მაგრამ მომდევნო წლებში ნიუკასლი გაუწევს კონკურენციას ლივერპულს, სიტის, მანჩესტერს, ჩელსის, არსენალს? თუ ხვიჩად ჩემპიონთა ლიგის თამაშის სურვილი აქვს, ნიუკასლდი არ არის კარგი გადაწყვეტილება
ირაკლი
15 ივლისი 2023 20:01
20
ეს თუ სიმართლეა ხვიჩამაც და მისმა აგენტმაც უნდა სთხოვონ გაშვება ნიუკასლში, 90 მილიონიან ფეხბურთელს წლიურ 3 მილიონიან კონტრაქტს რომ სთავაზობ ეს არის მასხრად აგდება, ჯუღელს დიდი შეცდომა აქვს დაშვებული გამოსასყიდი თანხის გარეშე რომ გააფორმებინა კონტრაქტი
მამუკა
15 ივლისი 2023 18:47
1
და ნიუკასლში რა უნდა? თუ გადავა ჯობია მართლა დიდ ამბიციურ გუნდში გადავიდეს. და არა საშუალო დონის კლუბში. ნაპოლი ჯობია ნიუკასლს
ქეთი
15 ივლისი 2023 22:03
10
გეთანხმებით, თუმცა, მაშინ მთავარი იყო ხვიჩას გაეღწია ევროპაში. ხომ ნახეთ, 15 მილიონადაც კი არავინ შეიზინა
ბესო
15 ივლისი 2023 21:27
0
რომელიხართ ერთი კვარაზე პატრიოტი გამოდით ვინც ლანძღავთ ამ ბიჭს. პლანში და სასმელში იხრჩობით დარწმუნებული ვარ, ან აზარტულ თამაშებში ფლანგავთ აღებულ ხელფასს. ბოდიში, ემიგრანტებისგან გამოგზავნილ ფულს. ენა როგორ გიბრუნდებათ ცუდის სათქმელად, ის რასაც აკეთებს ჩვენი სახელიცაა ევროპაში
რაბუ
15 ივლისი 2023 18:41
8
არ ვთამაშობ და ცხოვრებაში არცერთი მოსაწევი არ გამისინჯავს,სასმელსაც მეგობრებთან ერთად მაქსიმუმ თვეში 2-3-ჯერ ვსვამ,მაგრამ ეგ რა შუაშია კვარასთან ვერ მიგიხვდი. სამწუხაროდ ვერც მე მოვუწონე კვარას ის საქციელი,რომ საქართველოს არ დაეხმარა,შესაძლებელი იყო სხვაგვარად მოქცეულიყო და თუ მას კლუბმა არ მისცა თამაშის საშუალება,პირდაპირ ღიად დაეფიქსირებინა ეს და ზღაპრები არ მოეყოლა. მიუხედავად ყველაფრისა,რათქმაუნდა ისევ გულით ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ
საქართველო
15 ივლისი 2023 22:53
3
რა ნიუკასლი, კვარასთვის უდინეზე ან თუნდაც სასუოლი მგონი არ არის ცუდი ვარიანტი. წარმატებები კვარადონას
ირაკლი
15 ივლისი 2023 18:17
34
ვითომ და რატომ არა ნიუკასლი? ვერ გაქაჩავს? არ დაგავიწყდეს ხვიჩა, იტალიის 2023 წლის საუკეთესო ფეხბურტელია.
ჟორა
15 ივლისი 2023 19:59
1
რა ბოღმას ანთხევთ,რამ გაგაბოროტათ ესე,ერთ სეზონში მიაღწია იმდენს რომ ვერავინ წარმოიდგენდა ამას,ვინც ხვიჩას აკრიტიკებს ფეხბურთის გარტყმაში არ ხართ
B
15 ივლისი 2023 17:29
2
ყველა, ვინც ხვიჩას აგინებთ იმის მერე, რაც მან გააკეთა, მთელი წელი დღესასწაულად გადაგვიქცია, როცა მთელი იტალიის ქართველობა პრივილიგებულ მდგომარეობაში ჩააყენა, როცა იტალიელები საქართველოს დროშით დადიან, როცა ხვიჩას მაგალითზე უამრავ ქართველ ბიჭუნებს მოტივაცია გაუჩნდათ და ყველა ხედავს რა თაობაც მოდის, ხართ უმადური და დაუნახავი ხიხოები. ტრავმა რომ მიეღო, ზედ გადაუვლიდით. ხვიჩა საქართველოს სიმბოლოა.
ბმბ
15 ივლისი 2023 16:58
2
ახლა ჩვენი ბიჭი ისვენებს და დარწმუნებული ვარ აქ არ შემოიხედავს კომენტარებში. არც ვიცი რა მოგწეროთ ზოგიერთებს. ასეთი კომენტარებით თავს იბოროტებთ და მეტი არაფერი. ხვიჩამ იცის რომ ძალიან დიდი უმარავლესობა მასზე ვლოცულობთ. მეც გული დამწყდა ახლაგაზდულში ძალიან მინდოდა ეგეც და მიქაუტაძეც, მაგრამ კაცები არ იბუტებიან. მე ხვიჩა ისევ ისე მიყვარს, ყოველთვის მის გვერდში ვარ სულით და გულით. რაც შეეხება ნიუკასლს ჩემი აზრით ალბათ უნდა გადავიდეს, რადგან ისეთი განცდა მაქვს ნიუკასლი სიტის მსგავსად ყველას და ყველაფერს იყიდის მიზნის მისაღწევად. ნაპოლი გრანდი ვერ გახდება. ნიუკასლში ისეთი ინვესტიციები ჩაიდება როგორც ჩანს მაგარი გუნდი გახდება და არც ახლაა სუსტი.
G.LA
15 ივლისი 2023 16:29
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული