90 მილიონი ევრო ხვიჩას სანაცვლოდ - "ნიუკასლი" "ნაპოლის" შეთავაზებას უმზადებს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნიუკასლი" ხვიჩა კვარაცხელიათი ინტერესდება. Il Mattino-ს ცნობით, "კაჭკაჭების" ხელმძღვანელობა მზადაა ქართველი ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. 

"ხვიჩას მიმართ ყველანაირ შემოთავაზებას დე ლაურენტისი ბლოკავს, თუმცა ცხადია, ყველაფერი დამოკიდებულია შემოთავაზებაზე. ამ მომენტისთვის პრემიერ ლიგური გუნდის წარმომადგენლები მზად არიან "პარტენოპეის" პრეზიდენტს სერია A-ს მოქმედი საუკეთესო ფეხბურთელის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო გადაუხადონ" - წერს გამოცემა. 

რაც შეეხება დე ლურენტისის პოზიციას, არსებობს 2 ვარიანტი - ან დაბლოკავს ყველანაირ შეთავაზებას ან მოაწყობს ე.წ. აუქციონს, რადგან ფასი რაც შეიძლება მაღლა აწიოს. 

მომზადებულია Areanapoli-ს
მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 41 /
ქართველი ვითომ გულშემატკივარი იმდენს მიაღწევს რომ ამ ბიჭს სურვილი აღარ დარჩება ამ ნაკრებში თამაშის,ისე მართლა არ არის ამის ღირსი ნახევარზე მეტი საქართველო და მ......დ..ტ,იმ დანარჩენ საქართველოს გაუმარჯოს ვის გულებშიაც ბიღმისა და შურის ადგილი არ არის...
MARGALONA
15 ივლისი 2023 14:13
4
ეგეთები არიან ქართველებშიც, ლუზერი დაბოღმილები, 'მკლავი მომჭრეს, კარგი რატომ აგიგია', მაგრამ მარტო ქართველები არ არიან ხვიჩას მართლა ზღაპრული მიღწევების განგებ დამაკნინელებები, აქ შავ პიარს გამიზნულად აგორებენ რომ ქართველმა იმით ვერ გაიხაროს რითი გახარების კანონიერი საფუძველი აქვს.
გიორგი
15 ივლისი 2023 16:17
0
გული მიგრძნობს ხვიჩა "ნიუკასლში" გადავა, საფეხბურთო სამყაროს უფრო გადარევს, ძირითადშიც ითამაშებს და შარშანდელზე მეტ გოლსაც გაიტანს!
"წუხელი სიზმარი ვნახე..."
15 ივლისი 2023 12:54
11
რა ბოღმას ანთხევთ,რამ გაგაბოროტათ ესე,ერთ სეზონში მიაღწია იმდენს რომ ვერავინ წარმოიდგენდა ამას,ვინც ხვიჩას აკრიტიკებს ფეხბურთის გარტყმაში არ ხართ
B
15 ივლისი 2023 17:29
2
ეს თუ სიმართლეა ხვიჩამაც და მისმა აგენტმაც უნდა სთხოვონ გაშვება ნიუკასლში, 90 მილიონიან ფეხბურთელს წლიურ 3 მილიონიან კონტრაქტს რომ სთავაზობ ეს არის მასხრად აგდება, ჯუღელს დიდი შეცდომა აქვს დაშვებული გამოსასყიდი თანხის გარეშე რომ გააფორმებინა კონტრაქტი
მამუკა
15 ივლისი 2023 18:47
1
გეთანხმებით, თუმცა, მაშინ მთავარი იყო ხვიჩას გაეღწია ევროპაში. ხომ ნახეთ, 15 მილიონადაც კი არავინ შეიზინა
ბესო
15 ივლისი 2023 21:27
0
და ნიუკასლში რა უნდა? თუ გადავა ჯობია მართლა დიდ ამბიციურ გუნდში გადავიდეს. და არა საშუალო დონის კლუბში. ნაპოლი ჯობია ნიუკასლს
ქეთი
15 ივლისი 2023 22:03
10
ნიუკასლი კარგი გუნდია,მგონია რომ არაა ცუდი ვარიანტი. ინგლისის პრემიერ ლიგა პირველია მსოფლიოში!
რერო
15 ივლისი 2023 12:49
9
არა, საუდის არაბეთის ლიგაა პირველი მსოფლიოში(:-:). რახან დიდი ფული ტრიალებს ეგ პირდაპირპროპორციულად არ ნიშნავს ლიგის სიძლიერეს...
ლაშა
15 ივლისი 2023 13:16
3
ყველა, ვინც ხვიჩას აგინებთ იმის მერე, რაც მან გააკეთა, მთელი წელი დღესასწაულად გადაგვიქცია, როცა მთელი იტალიის ქართველობა პრივილიგებულ მდგომარეობაში ჩააყენა, როცა იტალიელები საქართველოს დროშით დადიან, როცა ხვიჩას მაგალითზე უამრავ ქართველ ბიჭუნებს მოტივაცია გაუჩნდათ და ყველა ხედავს რა თაობაც მოდის, ხართ უმადური და დაუნახავი ხიხოები. ტრავმა რომ მიეღო, ზედ გადაუვლიდით. ხვიჩა საქართველოს სიმბოლოა.
ბმბ
15 ივლისი 2023 16:58
2
პორველივიე სეზონი ტოპ ჩემპიონატში
1.საუკეთესო ასისტებში
2.საუკეთესო გოლი
3.საუკეთესო ახალგაზდა ფეხბურთელი ლიგის ჩემპიონატში
4.სერია ას სეზონოს საუკეთესო ფეხბურთელი
5.სკუდეტო
და არსებობს საქართველოში ხალხი ვისაც ყოფნის სინდისი ნამუსი ეს კაცი გააკრიტიკოს…გინესის რეკორდებში უნდა შევიდეთ როგორც ყველაზე ბოღმა შურიანი ერი მსოფლიოში პირველ ადგილზე უკომკურენტოდ…ხვიჩა თუ კითხულობ ამ კომენტარს შენ ხარ საუკეთესო რაც კი მოვლენილა ჩვენს ქვეყანაში ბოლო 30 წელიეადში!!!!!მადლობა ყველაფრისთვის რასაც აკეთებ.ღმერთმა მოგცეს იმის ძალა რომ მრავალი წლები გაგვახარო ასე!
შახრუდინი
15 ივლისი 2023 14:39
0
90 კაპიკის ღირსი არ არის? ისე ამბობ თითქოს ეგ ფული ხვიჩას ჯიბეში წავიდოდა. თხასავით ყიდიან ბიჭს და შენ ახალგაზრდულ ნაკრებს მისტირი, გაიზარდა დაკაცდა, რაღა დროს ახალგაზრდულია? რას გადაეკიდეთ მაგ კაცს, სხვა არავინ გვყავს, არა თორემ ხვიჩას არ მიახტებოდით კლაპებივით.
ეს ერთი გამოჩნდა ფეხბურთელს რომ გავს და აკიდეთ აბა მსოფლიო ხვიჩამ მოიგოს, ევროპა გალაქტიკა და ამ დროს ქვილითაია კვდება ბლინების ჭამით, ხომართლა ქვილითაიასი რა ხდება, რა ისმის? ააშენა მარწყვის სათბური, თუ ჰოლანდიურ ხარებზე და საექსპორტო საქონელზე გადაერთო?
ამოიღე ხმა შე ჩემის ვარდაპეტა, ვერ გეიგე არაა? ამ კაცს რომ ეცი და არ გასვენებს გამჩენი!
კ ო მ ბ ლ ე
15 ივლისი 2023 14:05
9
ახლა ჩვენი ბიჭი ისვენებს და დარწმუნებული ვარ აქ არ შემოიხედავს კომენტარებში. არც ვიცი რა მოგწეროთ ზოგიერთებს. ასეთი კომენტარებით თავს იბოროტებთ და მეტი არაფერი. ხვიჩამ იცის რომ ძალიან დიდი უმარავლესობა მასზე ვლოცულობთ. მეც გული დამწყდა ახლაგაზდულში ძალიან მინდოდა ეგეც და მიქაუტაძეც, მაგრამ კაცები არ იბუტებიან. მე ხვიჩა ისევ ისე მიყვარს, ყოველთვის მის გვერდში ვარ სულით და გულით. რაც შეეხება ნიუკასლს ჩემი აზრით ალბათ უნდა გადავიდეს, რადგან ისეთი განცდა მაქვს ნიუკასლი სიტის მსგავსად ყველას და ყველაფერს იყიდის მიზნის მისაღწევად. ნაპოლი გრანდი ვერ გახდება. ნიუკასლში ისეთი ინვესტიციები ჩაიდება როგორც ჩანს მაგარი გუნდი გახდება და არც ახლაა სუსტი.
G.LA
15 ივლისი 2023 16:29
2
პრემიერლიგაში ეგ ვერ გაქაჩავს მალე იღლება, ნახევარ სეზონს ითამაშებს
w
15 ივლისი 2023 12:32
49
ხელმოცარულის ხმა სოროდან. :))))))
რატი
15 ივლისი 2023 12:52
3
შესაძლებელია.და იმ ნახევარ სეზონში მოამთავრებს ყველაფერს ,როგორც "ნაპოლი"-ში.
ALONZO
15 ივლისი 2023 12:51
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული