ლოჩოშვილმა "რაიო ვალეკანოში" გაშვება ითხოვა

AutoSharing Option
ესპანური გამოცემები ლუკა ლოჩოშვილის "რაიო ვალეკანოში" შესაძლო გადასვლაზე ისევ ავრცელებენ ინფორმაციებს.

Onefootball-ი წერს, რომ მიუხედავად "კრემონეზეს" სერია B-ში გავარდნისა, ლოჩოშვილმა შესანიშნავი სეზონი ჩაატარა, ჩემპიონატის 27 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, სიმაღლე (191 სმ) მეორე სართულზე კარგად თამაშის საშუალებას აძლევს და საერთოდ, დაცვაში უნარიანად მოქმედებს.

GolaTV "ტვიტერით" იტყობინება, რომ ქართველმა კრემონულ კლუბს გაშვება სთხოვა და თუ დათანხმდნენ, "რაიო ვალეკანო" 2.5 მილიონ ევროდ შეიძენს.

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძალიან ხომ არ ჩქარობს გადასვლას?იქნებ უკეთესი ვარიანტი გამოუჩნდეს!არც ეს არის ცუდი,მაგრამ მაინც.
სოსო
21:04 15-07-2023
27
კიევის დინამოდან წამოსვლა შეცდომა იყო ჩემი მოკრძალებული აზრით
ლადო
20:52 15-07-2023
58
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული