"99%-ით უკვე "ბაიერნის" მეკარეა" - მამარდაშვილის მიუნხენურ გრანდში გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა?

AutoSharing Option
"ბაიერნის" ამბების მიმომხილველი გაბრიელ სტაჩი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ვალენსიას" ქართველი კიპერი გიორგი მამარდაშვილი 99%-ით უკვე მიუნხენური გრანდის მეკარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ.

მისივე ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის და "რეკორდმაისტერი" ჩვენებურს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სატრანსფერო ღირებულებად კი 30 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ "ალიანს არენიდან" მეკარე იან სომერი მიდის და ქართველიც მისი შემცვლელი უნდა გახდეს. ის მანუელ ნოიერთან ერთად "ბაიერნის" პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 58 /
ცოტა არ იყოს და სარისკო გადაწყვეტილება მგონია, მე მამარდას ადგილზე შევიკავებდი თავს, ბაიერნი გერმანიის ნაკრების საბაზო გუნდია და წარმოუდგენელი მგონია ნაკრების მეკარე სკამზე დასვან.
უვიცი
00:30 22-07-2023
0
დღეს დაიწერა, რომ ზომერი ბაიერნს შეკრებაზე გაჰყვა და მამარდას ტრანსფერი ჩაიშალა
: )))))))
23:08 20-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული