"99%-ით უკვე "ბაიერნის" მეკარეა" - მამარდაშვილის მიუნხენურ გრანდში გადასვლა საბოლოოდ გადაწყდა?

AutoSharing Option
"ბაიერნის" ამბების მიმომხილველი გაბრიელ სტაჩი ავრცელებს ინფორმაციას, რომ "ვალენსიას" ქართველი კიპერი გიორგი მამარდაშვილი 99%-ით უკვე მიუნხენური გრანდის მეკარედ შეგვიძლია ჩავთვალოთ.

მისივე ცნობით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები სწორი მიმართულებით მიდის და "რეკორდმაისტერი" ჩვენებურს 5-წლიან კონტრაქტს სთავაზობს, სატრანსფერო ღირებულებად კი 30 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, რომ "ალიანს არენიდან" მეკარე იან სომერი მიდის და ქართველიც მისი შემცვლელი უნდა გახდეს. ის მანუელ ნოიერთან ერთად "ბაიერნის" პირველი მეკარის სტატუსისთვის იბრძოლებს.
მკითხველის კომენტარები / 58 /
კითხვით ნიშანს რო სვამ სათაურზე მე მეკითხები?????????? თვითონ არ იცი და სიზმრებს წერ ?????? გეყოს ეგ ყავაზე მარჩიელობა რო გადავა დაწერე ხო ხედავ ყოველდღე სადღაც გადაგყავს გაგაშავებს ეგ ყავის სმა
9
აი ნოიერს თუ კონკურენცია მოუგო, მაშინ ყოჩაღ!
ლაშა
15:06 18-07-2023
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული