ხვიჩა კვარაცხელიას შვებულება დაუსრულდა და დღეს დიმაროში ჩავიდა, სადაც "ნაპოლიმ" წინასასეზონო შეკრება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.
areanapoli იტყობინება, რომ გულშემატკივრები თავიანთ კერპს გულთბილად შეხვდნენ, ხმამაღლა მიესალმნენ, ერთად სურათები გადაიღეს და ერთი სული აქვთ, ისევ იხილონ მოედანზე, ჯერ თუნდაც ვარჯიშზე.
ქართველი დიმაროში ლეო ესტიგორთან, პიოტრ ზელინსკისა და სტანისლავ ლობოტკასთან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებით მათ ვიქტორ ოსიმენი შეუერთდა, რომელიც თავის აგენტთან, რობერტო კალენდასთან ერთად მივიდა, რომელმაც ნეაპოლურ კლუბთან ნიგერიელის კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა განიხილოს.