კვარაცხელია და "ნაპოლი" 5 წლით გრძელდება, მაგრამ... - რა პირობები წაუყენა მამუკა ჯუღელმა "პარტენოპეის"

AutoSharing Option
Gazzetta dello Sport-ი წერს, რომ ხვიჩა კვარაცხელია მალე "ნაპოლისთან" კონტრაქტს 2028 წლამდე გაახანგრძლივებს, შრომით ხელშეკრულებაში კი მისი 1 წლით შესაძლო გაგრძელების ოფციაც იქნება.

"პარტენოპეის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ამ გზით გეგმავს, რომ ქართველმა მომხიბვლელ ინგლისურ წინადადებებს ყურადღება არ მიაქციოს და ფეხბურთელი შეინარჩუნოს.

"მასში, საკომისიოების ჩათვლით, მხოლოდ 11 მილიონი გადაიხადეს და დღეს ის 100 მილიონი ღირს. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია. "ნაპოლი" მუშაობს კონტრაქტის განახლებაზე.

"პარტენოპეიში" ფიქრობენ ხვიჩასთვის ხელფასის გაზრდაზე, რათა თავიდან აირიდოს ინგლისური გუნდების მცდელობები, თავბრუ დაახვიონ "კვარას", რომელსაც დარჩენა ისედაც სურს.

მხარეები არ ჩქარობენ, რადგან აგენტმა მამუკა ჯუღელმა უკვე წარმოადგინა კონტრაქტის განახლების პირობები.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ქართველი "ნაპოლისთან" შრომით ხელშეკრულებას 2028 წლამდე გააფორმებს, მაგრამ 2029 წლამდე გაგრძელების შესაძლებლობით, ხოლო მისი ხელფასი 1.2 მილიონიდან 2.5 მილიონამდე გაიზრდება", - წერს Gazzetta dello Sport-ი.

altკვარაცხელიამ სამედიცინო შემოწმება გაიარა და დღეს "ნაპოლისთან" ერთად ვარჯიშს იწყებს

altხვიჩა უკვე დიმაროშია - ახალი თავგადასავალი იწყება

მკითხველის კომენტარები / 37 /
მსოფლიოში არაა პრეცენდენტი, რომ თავისი ღირებულების 2-3 პროცენტი ჰქონდეს ხელფასად ფეხბურთელს. 100 მილიონი გაბუქების გარეშე ღირს 22 წლის კაცი და სათადარიგო სკამის რიგითი მხეხველივით უხდიან ფულს ვარსკვლავურ გარჯაში. როცა მიხვდები, ხვიჩა, რომ ამ კაბალურ კონტრაქტებზე დათანხმებით ვითომ ოჯახის მეგობარი შენს ზურგსუკან ითბობს ხელებს, აი, მაშინ ბოლომდე დაკაცდები, ცხოვრებასაც სხვა თვალით შეხედავ და მოედანზეც უფრო ძლიერი გახვალ. ლაურენტისთან რა გვინდა, მისი ხელობა ესაა და ეგ რა გოიმი ჩავიგდეო ხელთ, დაფრინავს ალბათ სიხარულით. აი, ჯუღელი კი ღმერთმა ისე გაახაროს, როგორი პირნათელიც ხვიჩასთან იყოს!
ქომაგი
14:12 19-07-2023
0
ინგლისის პრემიერლიგაში რომ მაღაკი ხელფასებია და "ნიუკასლის" უმდიდრესი მეპატრონე 100 მილიონ ევროდ ვაყიდ ფეხბურთელს რომ დიდ ანაზღაურებას დაუნიშნავს, სადაო არ არის. იტალიის "სერია ა"-ს წამყვან კლუბებში მოთამაშეებიც დიდ ხელფასებს იღებენ. "იუვენტუსის" და "ინტერის" ფეხბურთელთა უმეტესობას საშუალოდ 10 მილიონიანი ხელფასები აქვთ(ზოგს 12 მილიონი). "ტორინოში" მოთამაშე რუს ალექსეი მირანჩუკს, რომელიც "სერია ა"-ს ხელფასების რაოდენობით 113-ე ადგილზეა, ხვიჩაზე მეტი ხელფასი აქვს, 2,8 მილიონი ევრო. ასე რომ, ხვიჩა გაზრდილი, 2,5 მილიონიანი ხელფასით სადღაც 130-ე ადგილზეა. უცნაურია ხომ, საუკეთესო ფეხბურთელი ხელფასებით პირველ ასეულშიც ვერ მოხვდა.
ასე რომ, ან ინგლისში გადასვლა უნდა მოითხოვოს, ან გაზრდილი ხელფასის მინიმუმ გასამმაგება. 7,5 მილიონი ევრო რომ მისცენ, იტალიაში დაახლოებით 30-ე იქნება.
ტატო
15:27 19-07-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული