ხვიჩა უკვე დიმაროშია - ახალი თავგადასავალი იწყება

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას შვებულება დაუსრულდა და დღეს დიმაროში ჩავიდა, სადაც "ნაპოლიმ" წინასასეზონო შეკრება რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

areanapoli იტყობინება, რომ გულშემატკივრები თავიანთ კერპს გულთბილად შეხვდნენ, ხმამაღლა მიესალმნენ, ერთად სურათები გადაიღეს და ერთი სული აქვთ, ისევ იხილონ მოედანზე, ჯერ თუნდაც ვარჯიშზე.

ქართველი დიმაროში ლეო ესტიგორთან, პიოტრ ზელინსკისა და სტანისლავ ლობოტკასთან ერთად გამოჩნდა. მოგვიანებით მათ ვიქტორ ოსიმენი შეუერთდა, რომელიც თავის აგენტთან, რობერტო კალენდასთან ერთად მივიდა, რომელმაც ნეაპოლურ კლუბთან ნიგერიელის კონტრაქტის გახანგრძლივება უნდა განიხილოს.

მკითხველის კომენტარები / 39 /
ნაპოლის ახალი ფორმა მოგწონთ? ხომ არ მივმართოთ მკერავებს რომ გადააკეთონ
დავით 67
02:42 19-07-2023
2
ხვიჩას წვერების თემას გადავუხვევ ცოტათი თქვენი ნებართვით და ერთი უმაგრესი რამე უნდა დავწერო - ფეხბურთის დროს ხორუმის დაკვრაზე სტადიონზე! ჩვენთან. თუნდაც მარტო ნაკრების თამაშებზე. აპოლონი ქვია მემგონი, მხატვარი ბიჭი რომაა, მაგან თქვა რაღაც გადაცემაში, რომ ხორუმი ქართული საბრძოლო რიტმია და ფეხბურთელებს სულ სხვა ენერგიას მისცემსო და მოგება მოგებაზე იქნებაო და მართლა ეგრეა!!! წარმოიდგინეთ რა იქნება ბარაბნებით ხორუმი რომ დავუკრათ სტადიონებზე, როგორი დუხი დატრიალდება. მგონი მართლა დავახევთ ბურთს თავზე ყველას! რადგან ამის მერე მართლა ვუსმინე ამ ხორუმის რიტმს და ფეხბურთი ჩავრთე და წარმოვიდგინე და აი არ ვიცი რა, აგბურძგლავთ უბრალოთ :) სასწაული რამე იქნება და მიდით რა, მიდით ამ ერთმანეთის ლანძღვას და წვერების განხილვას დავნერგოთ ერამე სიახლე და ხვიჩას კი გაუმარჯოს როგორც წვრებიანს, ისე უწვერებოს :))
გადასარევი გიორგი
01:02 19-07-2023
1

სიახლეები პოპულარული