ნოიერი ჯერ ვერ დაბრუნდება, სომერი წავიდა - ეს მამარდაშვილისთვის შანსია?

AutoSharing Option
გერმანული პრესის ინფორმაციით, "ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერის აღდგენითი პროცესი იმაზე ცუდად მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყო.

აქამდეც ცნობილი იყო, რომ ვეტერანი კიპერი მოსამზადებელ ეტაპსა და ამხანაგურ მატჩებს გამოტოვებდა, მაგრამ საქმე გაცილებით სერიოზულადაა.

"რეკორდმაისტერის" მეკარე გერმანიის სუპერთასის შეხვედრასა და ბუნდესლიგის პირველი ტურის შეხვედრას 18 აგვისტოს "ვერდერთან" გასვლაზეც უეჭველად გამოტოვებს.

ჯერ კიდევ უცნობია, შეეძლება თუ არა მას შემდეგ შეხვედრებში ასპარეზობა. აქვე გეტყვით, რომ "ალიანს არენიდან" მეორე კიპერის, იან სომერის წასვლა გა
დაწყდა. "ინტერიდან" ანდრე ონანამ "მანჩესტერ იუნაიტედს" მიაშურა, შვეიცარიელი კი უახლოეს დღეებში ჩაფრინდება მილანში და კამერუნელის შემცვლელადაც წარადგენენ.

"ბაიერნიდან" მიდის კიდევ ერთი კარის დარაჯი ალექსანდერ ნიუბელი. მიუნხენურ გრანდში კი მისვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატი გიორგი მამარდაშვილი გახლავთ, რომელიც ნოიერის გამოჯანმრთელებამდე ძირითადის კიპერი იქნება, შემდეგ კი გამოცდილი კოლეგა დაბრუნდება და მასთან დიდ კონკურენციაში პირველი ნომრობისთვის მოუწევს ბრძოლა.
მკითხველის კომენტარები / 14 /
რა უბედურებაა ეს ბოღმიანი და ღვარძლიანი კომენტარები. ვალენსიაში რაც გააკეთა ამ ერთ წელში ეს არაფერია? შანსი მიიღი და გამოიყენა, უშეცდომო არავინაა არც ერთი მეკარე და ფეხბურთელი. შეცდომებზე სწავლობს ჭკვიანი და წინაქვს გიორგის ყველაფერი. რაც ძლიერი კონკურენტი ეყოლება მით უფრო მეტი უნდა ივარჯიშოს დანარჩენი მის ხელშია სადაც არ უნდა იყოს უნდა იომოს პირველმეკარეობისათვის. პენსიონერი და დალეწილი ნოიერი რო გამცდილებას გაგიზიარებს ესაა სწავლა. აბა მისმა ტოლმა რა უნდა ასწავლოს.
qomagi
20 ივლისი 2023 10:43
0
ასეთი ბოღმა რატო ხართ ხალხნო.. აქვს მამარდას რაღაც კომპონენტებში ჩავარდნები მაგრამ როგორ გონიათ ვალენსია ამდენს ათამაშებდა ცუდი რო იყოს.. ბაიერნში თუნდაც ძირითადში რო არ იყოს ნოიერისგან ბევრ რამეს ისწავლის
თემო
20 ივლისი 2023 07:55
0
მამარდა არაა ის მეკარე რომ ბაიერნში ათამაშონ ლორია ბევრად უკეთესი მეკარეა
მელა
20 ივლისი 2023 06:31
2
აბა 99% ბავარიელიაო? 3 დღის წინ არ დაწერეთ?! ვერცერთ გერმანულ საიტზე ვერ ვნახე მსგავსი ინფორმაცია, თქვენ რა იყო სიზმარი ნახეთ?!
საქართველო
20 ივლისი 2023 06:23
0
მთლა დაღუპავენ ამკაცს, ჯერ ხომ არაფერიმეკარეა, გამოსვლაზე ნოლი, ნახტომი ნოლი, გაბარიტების ხარჯზე იგერიებს ბურტებს, სულ ესაა ამის მეკარეობა. ეხლა ატყდა განგაში არიქა ბაიერნიო და ბოლოს ცეხეთის მესამე დივიზიონში ამოაყოფინებენ თავს კარგად იხდიანო. ბაიერნი არა კოსმოსი კიდევ. ბაიერნს ზაქის და მოზვერის ყიდვა რა ჯანდაბად ჭირდება? გგონიათ აწი კიდევ რაიმეს ისწავლის? მეტი არაა ჩემი მტერი ამან გამოსვლის დროს თვალის გახელა მაინც ისწავლოს, ბრმად ხტება და ერთხელაც კანალიზაციის ახდილ ჭაში თუ დურთა თავი, მერე მეყოლეთ კარგად. მერე ეძებეთ ატლანტიკაში, მტკვარი არაა ბაქოში ჩაიტანოს.. ევროპაა ევროპაა!
კ ო მ ბ ლ ე
20 ივლისი 2023 01:15
22
რეებს ბოდავ??!
დავით
20 ივლისი 2023 10:05
0
ვერ გადავა აი ნახავთ,ერთი ჩაკვეტაძე გადავიდა მეცში და მეორე ეგ გადავა
ერვინ
19 ივლისი 2023 22:21
7
თავი სიზმარში მგონია, წარმოგიდგენიათ რა ხდება?: მაიერი, კანი, ნოიერი და უცებ მათი მემკვიდრე თვით ბაიერნში შეიძლება გიორგი მამარდაშვილი გახდეს. ვერ ვიჯერებ. ფანტასტიკა!!!
ბმბ
19 ივლისი 2023 20:54
1
იმენა ჭორაობთ რაა!!!თქვენგან სანამ ვინმე ხელს არ მოაწერს კონტრაქტს ვერაფერს გაიგებს კაცი.ჭორაობის გარდა!!!
გიორგი IV
19 ივლისი 2023 18:01
8
მამარდა მინდა ბავარიაში ვიხილო. რაც სილესენს დამართა იგივეს დამართბეს ნოიერსაც. აღარ არის იმ ფორმაში ნოიერი რაც იყო ადრე და არავინ იცის როგორი დაბრუნდება. ბავარიას ისეთი სამწვრთნელო სტაფი ყავს მეკარეების, მამარდა ყველაფერში მოუმატებს, როგორც გამოსვლებში ისე ფეხით თამაშსაც.
G.LA
19 ივლისი 2023 17:41
0
1000%, თან ბავარია ისე არ იყიდის თუ დარწმუნებული არაა რომ მოუმატებს ამ ასპექტში, მე ვიცი რომ უჭირს გამოსვლები და ფეხით თამაშ და იმათმაც იციანრ ა თქმა უნდა და იმაშიც იქნებიან დარწმუნებული რომ ასწავლიან
სიმართლე
19 ივლისი 2023 18:08
1
მგონი როგორც ვალენსიაში გაუმართლა სილესენის ტრამვის გამო რო გახდა ძირითადი მეკარე, ისევ ისე მოხდება ბაიერნშიც.
აი რაც შეეხება ამ საგას... დღე ერთია და სამ სტატიას წერთ, ასე იქნება, ისე იქნება, ის მიდის და ამისი შანსია... ცოტა არ იყოს და დამღლელია... დააცადეთ, გადავა და დაწერეთ, არ გადავა და კია მშვენიერ გუნდში.
დავით
19 ივლისი 2023 17:11
3
მამარდა სილესენის ტრამვის გამო არ გამხდარა ᲫირიᲗადის ფეხბურᲗელი უბრალოდ დააᲩქარა სილესენის ტრამვამ გიოს გაᲫირიᲗადება Თორე სეზონის მიმდინარეობისას მაინც გადასვავდა სკამზე სილესენს რაც დაამტკიცა კიდეც მამარდამ წინა სეზონᲨიც,, რაც Შეეხება ბავარიას არც უნდა დაფიქრდეს მანდ გადასვლაზე რადგანაც ბავარია ეᲫებს ისეᲗ მეკარეს რომელსაც 1-2 წელი Თან ასწავლიან დახვეწავენ რაᲦაც ᲗამაᲨებᲨი აᲗამაᲨებენ კიდევაც და 2 წელᲨი როცა უკვე ყველა მინუსს გაუპლიუსებენ ᲫირიᲗადᲨიც Ჩასვავენ Თან კაი ხნიᲗ ამაზე მიუთითებს ის Თანხაც რომელსაც გიოᲨი იხდიან (ბავარია 30-მილიონს მეორე მეკარეᲨი კიარა პირველᲨიც Ძნელად გადაიხდიდა)) და Თან გერმანული სამეკარეო სკოლა და ᲗვიᲗ ნოიერი მასწავლებლად, რავიცი მგონი იდეალური წინადადებაა,წარმატებები მამარდ მალე ლიგის ᲗასიᲗ ხელᲨი მენახე დინამო არენაზე
Gel-100
19 ივლისი 2023 19:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული