"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში

AutoSharing Option
Youtub-ზე, Belive-ის არხზე, გადაცემა "გუგასთან" სტუმარი სპორტული ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც "ბაიერნში" გიორგი ჩაკვეტაძის ჩაშლილ ტრანსფერზე ისაუბრა.

მაშინ ის "დინამოს" პრეზიდენტის, რომან ფიფიას მრჩეველი გახლდათ და როგორც ირკვევა, მიუნხენური გრანდის წარმომადგენელთან მოლაპარაკებას თავად აწარმოებდა.

"რეკორდმაისტერს" ჩვენებურის დამატება ძალიან უნდოდა, თუმცა ჩაკვეტაძის ოჯახმა სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და ფეხბურთელმაც კარიერა "გენტში" გააგრძელა.

"თავის დროზე ჩაკვეტაძის დამატება, რომელიც "დინამოში" თამაშობდა და შემდეგ 1 წელი ნაკრებში გვათრია, "ბაიერნს" სურდა და ამ მოლაპარაკებებს მე ვაწარმოებდი.

ეს სრულიად კონფიდენციალური იყო. თბილისში ჩამოსული გახლდათ მიუნხენელთა სპორტული მიმართულების
ხელმძღვანელი, რომელსაც "რედისონ ბლუში" შევხვდი. ეს ის პერიოდია, როდესაც ჩვენს ქვეყანაში 19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი მიდის.

მაშინ "რეკორდმაისტერის" მწვრთნელი კარლო ანჩელოტი იყო. ამ კაცმა მითხრა, რომ ანჩელოტიმ და კარლ-ჰაინც რუმენიგემ (მაშინ "ბაიერნის" აღმასრულებელი დირექტორი) ერთად უყურეს ჩაკვეტაძის თამაშს და მე გამომგზავნეს, რათა ეს ტრანსფერი მოვაგვაროო.

მოხდა ისე, რომ საბოლოოდ გიორგი "გენტში" წავიდა და საბოლოოდ, ეს დიდი შეცდომა იყო. რატომ მოხდა ასე? - გეტყვით.

მაგ დროს ჩაკვეტაძე ჯერ არ იყო 18 წლის და თვითონ ის ვერ მოაწერდა კონტრაქტზე ხელს და ეს მამამისს უნდა გაეკეთებინა. ამ თბილისში ჩამოსულ "ბაიერნის" წარმომადგენელს რომ ველაპარაკებოდი, კონტრაქტი დამიდო, სადაც ეწერა, რომ რამდენჯერაც გიორგის მიუნხენურ გრანდში ყოფნის პერიოდში "რეკორდმაისტერი" ბუნდესლიგას მოიგებდა, იმდენ 300 000 ევროს მიიღებდა თბილისის "დინამო".

რამდენჯერაც "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებდა, ზუსტად აღარ მახსოვს, 500 000 თუ 800 000 გვთავაზობდნენ... და მერე, ვთქვათ, 10 ჩატარებულ თამაშზე ბონუსი, 20-ზე, 50-ზე და ა.შ... ასევე, ფეხბურთელის შემდეგი გაყიდვიდან 20% ან 25% გვაძლევდნენ, ესეც არ მახსოვს ზუსტად.

მე 50% მოვითხოვე, მაგრამ ამიხსნეს, რომ ასე ევროპაში არ ხდებაო და 20%-ზე მეტს არავინ ჩაგიწერსო. შემდეგ ვუთხარი, რომ ვთქვათ, 20%-ს გვაძლევთ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფეხბურთელი შემდეგში 100 მილიონი გახდება და რა გარიანტია მაქვს იმის, რომ თქვენ, ვთქვათ, "რეალს" მიჰყიდით ჩაკვეტაძეს ამ თანხად? - თუ ეს არ გააკეთეთ, გამოდის, რომ თანხას მიკარგავთ.

ამ პიროვნებამ შემდეგ რუმენიგეს დაურეკა და გასაუბრებამდე მკითხა, იცი, ვინ არის კარლ-ჰაინც რუმენიგეო? - მასზე ისეთი რაღაცები მოვუყევი, რომ თავად ლეგენდარული გერმანელიც გაკვირვებული დარჩა.

როგორც ჩანს, ჩემი მონაყოლი ამ სპორტული მიმართულების ხელმძღვანელმა რუმენიგეს გადასცა, მან კი უთხრა, რომ ჩემთან გასაუბრება უნდოდა.

სიმართლე გითხრათ, იმით, რომ ჩაკვეტაძის "ბაიერნში" ტრანსფერი არ შედგა, ორმაგად გულდაწყვეტილი ვარ, რადგან რუმენიგემ მითხრა, თუ გიორგი ჩვენთან წამოვა და ეს გარიგება დაიდება, პირობას გაძლევ, პირად შენ გჩუქნი 2-კაციან საგზურს "ალიანს არენაზეო" და როცა მიუნხენში იქნები, იმ ლოჟაში, სადაც მე ვარო, თანხმლებ პირთან ერთად დაესწრები "ბაიერნის" ნებისმიერ თამაშსო.

შემდეგ ტელეფონი ისევ თბილისში ჩამოსულ "რეკორდმაისტერის" წარმომადგენელს გადავეცი და რუმენიგემ უთხრა, მართალს გეუბნებაო და შემდეგ კონტრაქტში ჩადეს ასეთი პუნქტი - ყოველ ახალ შრომით ხელშეკრულებაზე, რასაც ჩაკვეტაძე "ბაიერთან" გააფორმებდა, "დინამო" 2 მილიონ ევროს მიიღებდა.

ანუ, ვთქვათ, 3 წელი კიდევ ჰქონდა გიორგის კონტრაქტი, მაგ 3 წლის ამოწურვამდეც რომ გაეგრძელებინა, ჩვენ მაშინაც 2 მილიონს კიდევ ვიღებდით.

რა მოხდა და რატომ არ შედგა ტრანსფერი? - მამამისმა, არ ვიცი კონსულტანტებთან თუ ვისთან საუბრის მერე ჩათვალა, რომ "ბაიერნში" წასვლით ჩემი შვილი ვერ გაიზრდება და ამას "გენტში" უფრო მოახერხებსო.

"ბაიერნის" წარმომადგენელს ვუთხარი, განათხოვრებას ხომ არ აპირებთ-მეთქი... ჩვენი განათხოვრებული ფეხბურთელი სად გინახავთ, "სიტი" და "ჩელსი" კი არა ვართო... 25-კაციან გუნდში აჰყავდათ.

მე ვუთხარი მამამისს, "ბაიერნში" თუ მოხვდები, იმის იქით ზრდა რაღა არის? მიუნხენში 4 წელი რომ არ ათამაშო, "გენტი" მაინც აიყვანს-მეთქი.

მე იქ კიდევ ისეთ პრობლემებს წავაწყდი, მივხვდი, რომ რაღაც-რაღაც პრობლემების გადალახვაა საჭირო, რათა ქართული ფეხბურთი გაცილებით უკეთეს სიმაღლეზე იყოს", - თქვა სალუქვაძემ.

სტატია მომზადებულია Belive-ის Youtube არხის გადაცემიდან "გუგასთან" მიხედვით.
მკითხველის კომენტარები / 56 /
ერთი დეტალია ამ ისტორიაში მნიშვნელოვანი. ბაიერნმა ჩაკვეს ყიდვა პირველი თამაშის ნახვის მერე გადაწყვიტა შვედებთან U19 ზე.ნამდვილად დირექტორი რეშკე იყო ადგილზე და ის აწარმოებდა მოლაპარაკებას....უბრალოდ მაგ დროისათვის ხელშეკრულებები უკვე იყო მოწერილი გენტთან და შენთანხმება მიღწეული...მამა არაფერ შუაშია ...დინამომ თითონ იჩქარა ჩემპიონატის დაწყებამდე ფეხბურთელის გაყიდვა.....ვინ კითხავდა მამას ბაიერნში მის გადასვლას....დინამო შეეცადა საქმის უკან დატრიალებას მაგრამ ბელგიელბმა უარი თქვეს....ასე იყო ეს....,,მადლობა’’ ფიფიას გადაუხადეთ...შეცდომა იყო საერთოდ ამ დონის ტალანტის ჩემპიონატის დაწყებამდე გაყიდვა...ბაიერნის გარდა ყველა ტოპ გუნდის წარმომადგენელი იყო საქართველოში გენტზე უკეთეს შეთავაზებებს აუცილებლად მიიღებდა...მაგრამ ფიფიამ იჩწარა იფიქრა რომ ჩააგდოს ჩემპიონატი ეს ფულიც არ დავკარგოო...სალუქვაძეს კიდე როგორც მრჩეველს უნდა შეეშელა ხელი ამ სისულელის გაკეთებაში ....რაც შეეხება ფეხბურთელის აგენტებს...მათთვის ეს ბიზნესია და პირველ ადგილზე ყოველთვის თავის ინტერეს აყენებენ და დააყენებენ ....რატომ უნდა დაერწმუნებინა გენტში თუ მიყავდა ვიღაცას გიორგი იმაში რომ რა გინდა გენტში ბაიერნი ჯობიაო და უარია ეთქვა ამით ამხელა თანხებზე რომელსაც სავარაუდოდ დღესაც იღებენ...პ.ს ყველამ თავის საქმე უნდა აკეთოს(ფიფიას ეხება)
რ.კ
22 ივლისი 2023 12:05
6
სალუქვაძეს დიდ პატივს ვცემ,მაგრამ ძალიან საეჭვოა მამამისს უარი ეთქვა ბაიერნისთვის.
უფრო თქვენი ვერსია არის სარწმუნო.
ლაშა
01 აგვისტო 2023 17:36
0
თუ მასეა უჩივლოს მაშინ ჩაკვემ და მისმა ოჯახმა ცილისწამესთვის სალუქვაძეს, რატომ სდუმან?
ტტტ
22 ივლისი 2023 14:10
1
ეს რა ბრიყვია!
Shota
22 ივლისი 2023 10:19
8
ჩაკვეს მამას უნდა მოვუსმინოთ, სანამ ამას სიტყვაზე ვენდობით.
გიორგი
22 ივლისი 2023 02:32
2
გამოდის მამას დაუღუპავს ჩაკვეს კარიერა. ბავარია რომ ასე დაინტერესდება და არ გაუშვებ ეს ნიშნავს გეშიანია რომ ვერ გაქაჩავს. შიში კი ანგრევს ადამაინს, რაც მოუვიდა კიდევაც ჩაკვეს.
G.LA
22 ივლისი 2023 00:38
2
ბაიერნის განათხოვრებული სად გინახიაო? :D
უვიცი
21 ივლისი 2023 22:12
0
პარკაძის განათხოვრებაზე ჯერ არ სმენიათ
ვანჩოპე
21 ივლისი 2023 23:10
1
ესეც კაი ჟუკია ხო?! ეგრეც ვიცოდი, სიფათზე ეტყობა..
კ ო მ ბ ლ ე
21 ივლისი 2023 20:04
6
შენ თუ ძალიან ღრმად პატივცემული "ბატონი" რომანის მრჩეველი იყავი მაშინ გასაგებია რატომაც არ შედგა ეს ტრანფერი. და ამ სტატიიდან გავიგეთ, რომ გერმანელს რუმენიგეზე მაგარი რაღაცეები მოუყევი. შესაქები ხარ აშკარად
დინამოელი
21 ივლისი 2023 19:54
3
პარკაძეს მაგ,რო მოგყავთ იმ დროს ჩაკვე რა ფეხბურთსაც თამაშობდა ვინ გაანათხოვრებდაა ძაან მაგარი ევროპის ჩემპიონატი ქონდა
რაც შეეხება პარკაძეს ეროვნულ ლიგაშიც არაა მგონი ნათამაშები და ბაიერნის ძირითად გუნდში ვინ ათამაშებდაა
gio
21 ივლისი 2023 19:51
2
გამოდის რომ საკუთარ მამას დაუნგრევია ამ მაგარი ტალანტის კარიერა! როცა კონკურენციის შეგეშინდება იქ მთავრდება შენი კარიერაც!
T.q
21 ივლისი 2023 19:12
2
პარკაძე,მამარდაშვილი,ამათ რა პესპექტივა აქვთ ბაიერნში???
ირაკლი
21 ივლისი 2023 18:13
1
ჯობია ბაიერნში იყო და გამოცდილება მიიღო, ვიდრე მოცემულ შანსზე თქვა უარი და სხვა არჩევანი გააკეთო. როდესაც რაიმე შანსზე უარს იტყვი, შემდეგ მთელი ცხოვრება ინანებ. ასეთი შანსი მქონდა მეც, ოღონდ არა სპორტის მიმართულებით...
ლაშა
21 ივლისი 2023 19:58
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული