"აი, ასეთი ბიჭია ხვიჩა" - აქამდე უცნობი ისტორია, რომელიც "ნაპოლის" ქომაგმა გაამხილა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ქომაგმა Tele A-ს ეთერში "პარტენოპეის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. გულშემატკივარმა გაიხსსენა ისტორია, რომელიც "კვარასა" და ქართველ ემიგრანტს ეხებათ.

"ხვიჩას შესახებ საინტერესო ამბავს მოგიყვებით. ქართველი ქალი, რომელიც მომვლელად მუშაობს, მივიდა სასტუმროსთან, სადაც "ნაპოლის" ფეხბურთელები იმყოფებოდნენ. ეს ყველაფერი შუაღამისას მოხდა. ქალბატონმა ხვიჩას სახელის ყვირილი დაიწყო.

"კვარას" ძალიან გაუხარდა, სასტუმროდან გამოვიდა, ქალბატონისკენ გაიქცა და ჩაეხუტა. აი, ასეთი ბიჭია ხვიჩა კვარაცხელია", - განაცხადა "ნაპოლის" ქომაგმა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია "პარტენოპეის" 2022 წლის ზაფხულში შეუერთდა. 22 წლის გარემარბმა გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ჯამში 39
მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.

alt"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე

altხვიჩა კვარაცხელია ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშებს

altხვიჩა კვარაცხელია ეროვნულ ნაკრებს შეუერთდა [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 17 /
აფიორა არის ტკვენი კკკვიჰა
ჯანგო
09:06 22-07-2023
7
ხვიჩა მაგარი ბიჭია,მაგრამ ამ ემიგრანტებს ცოტა თავშეკავება გმართებთ,მე ძალიან მეუხერხულება ესეთი რაღაცეები!!!!!
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული