უცნაური გადაწყვეტილება და ამბავი - "ვორსკლამ" "დილასთან" მატჩის წინ გუნდის ლიდერი და ბომბარდირი გაუშვა

AutoSharing Option
კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გორის "დილას" მეტოქე "ვორსკლამ" ოფიციალურად გვაუწყა, რომ 26 წლის ალბანელი ფორვარდი ტაულენტ სეფერი ემირატების კლუბ "ბანი იასში" 1 წლით გაანათხოვრა.

ეს გადაწყვეტილება მეტად უცნაური ჩანს, რადგან თავდამსხმელი პოლტაველთა ლიდერი გახლდათ, გასულ სეზონში 28 შეხვედრაში 13 გოლი შეაგდო და თავს გუნდის ბომბარდირობით იწონებდა.

ის უკრაინის პრემიერ ლიგის ბომბარდირთა დავაში მე-3 ადგილზე გავიდა. შეგახსენებთ, რომ "დილასა" და "ვორსკლას" პირველი შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიერ წამოწყებული ომის გამო 27 ივლისს პოლონეთში შედგება, გორი განმეორებით მატჩს 3 აგვისტოს უმასპინძლებს.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვბალელშიკობ გმირებს. აბა თქვენ იცით. წინ ვორსკლა
გივი
09:57 03-08-2023
0
იმათაც ფიფია ხომ არ ჰყავთ პრეზიდენტი? ;დ
ქუთაისელი
12:41 24-07-2023
1

სიახლეები პოპულარული