კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „საბაჰმა“ გასვლაზე „რიგასი“ 2:0 დაამარცხა, მეორე გოლი კი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა დავით ვოლკოვმა გაიტანა.
ვოლკოვმა მეტოქის კარი 55-ე წუთზე თავურით დალაშქრა და 70-ე წუთზე შეცვალეს.
ეს აზაერბაიჯანული გუნდის ევროტურნირებზე სადებიუტო მატჩი იყო.
ჭკვიანი თავდამსხმელია, მაგრამ ცოტა ფიზიკურად უნდა მოუმატოს და იდეალური იქნება. დავითი აშკარად იმსახურებს უკეთეს ჩემპიონატს და იმედია ნაკრების წარმატების კვალდაკვალ რონელიმე ტოპ-კლუბი შეამჩნევს!
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.