"კვარასთვის ჟერვინიოს როლის მორგებას გეგმავს" - რუდი გარსიას ტაქტიკური გეგმები ცნობილია

AutoSharing Option
ცნობილი იტალიური გამოცემა Corriere dello Sport-ის ცნობით, "ნაპოლის" მთავარ მწვრთნელს რუდი გარსიას ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ კონკრეტული გეგმა აქვს. გამოცემის ინფორმაციით, ფრანგი მწვრთნელის ტაქტიკაში მთავარი როლი სწორედ ქართველს ექნება.

"რუდი გარსიას სქემა 4-3-3 იქნება, რომელიც დაცვით ფაზაში 4-5-1-ის სახეს მიიღებს. ბურთის ფლობა ნაკლებად ხანგრძლივი იქნება, "პარტენოპეი" მთავარ აქცენტს მარცხენა ფლანგიდან კონტრშეტევებზე გააკეთებს.

კვარაცხელიას მხარეს კი მოხდება ის, რაც "რომაში" ჟერვინიოს შემთხვევაში მოხდა. კოდ დივუარელი გახლდათ ხმალი, რომელიც მეტოქეებს მუდამ ზიანს აყენებდა. "კვარა" მარცხნივ, დი ლორენცო კი მარჯვნივ, მაიკონის სტილში. რომელიც ფლანგზე
ტემპის ცვლილებას აკონტროლებდა", -წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, მორიგ ამხანაგურ მატჩს დღეს, 29 ივლისს, თბილისის დროით 20:30 საათზე "ჰატაისპორის" წინააღმდეგ გამართავს.

altკვარაცხელია სასტარტოში, ქართველებთან დაპირისპირება და კიმის შემცვლელი საფრანგეთში...

alt"იტალიაში მალე ახალი კვარაცხელია ჩამოვა" - ცნობილი იტალიელი კომენტატორი

alt"სამარცხვინოა. 7-8 მილიონი ოსიმენს და 2.5 მილიონი კვარაცხელიას" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი

მკითხველის კომენტარები / 7 /
ჟერვინიოს კი არა ყიფოს როლი უნდა მოირგოს კვარამ და ნაპოლშიაც შეუცვლელი იქნება და ნაკრებშიაც.
ჟორა
29 ივლისი 2023 22:48
0
ნებისმიერი მწვრთნელი,ცალკეული ფეხბურთელის კი არა,მთლიანი გუნდის წარმატებაზე ფიქრობს.ჩვენ რომ გვინდა,ყველაფერი ხვიჩას გარშემო ტრიალებდეს,ასე არ გამოვა.სპალეტიმ თავისი საქმე,ხუთიანზე გააკეთა და გუნდი არნახული სხვაობით გახადა ჩემპიონი.ეს სპალეტის,ხვიჩას,მარიო რუის და ნებისმიერი ფეხბურთელის ერთობლივი მუშაობის შედეგია და საკმარისია სპალეტის გინება,ხვიჩა ფლანგზე მიაჯაჭვაო!საბოლოო შედეგმა,მისი სიმართლე და კვალიფიკაცია დაამტკიცა.ვნახოთ,ახალი მწვრთნელი რას იზავს!ხვიჩასათვის გამთამაშებლის ფუნქციის გაზრდა,მთელი შარშანდელი სეზონის განმავლობაში იკითხებოდა და ახალ სეზონში,ახალმა მწვრთნელმა,იმის გაკეთება დაიწყო,რაც მოსალოდნელი იყო.ხვიჩას წინააღმდეგ ფლანგზე თამაშის მექანიზმები,უკვე შექმნილია და მისთვის ახალი ფუნქციების მინიჭება,მისი აქტუალურობის კვლავ გაზრდას ნიშნავს.უფრო ცენტრში,მისი გალიაში გამოკეტვა,გაცილებით ძნელი იქნება.ჰატაისპორთან თამაშის ნახვა,სამწუხაროდ ვერ შევძელი.არაფრით გაიხსნა,არხი.
სოსო
29 ივლისი 2023 22:43
2
გარსიამ სწორედ "მოწვა" სპალეტის ერთფეროვან ტაქტიკაში აუტის ხაზზე მისვარკული კვარას ეფექტის კლება მეორე წრეში და ცდილობს მისი არსენალის ამოქმედებას უფრო სიღრმიდან რათა ჯერ ერთი ის "გალიები" მოწინააღმდეგეს ასე დაბარებულივით ვერ გაუვიდეს და გუნდის უმთავრეს ფანტაზისტას მეტი თავისუფლება ჰქონდეს უშუალოდ მეტოქის საჯარიმოში. ასეთ შემთხვევაში ლუზერ მარიო რუის მოუწევს სიღრმეში შეწეული კვარას ფლანგის დაკეტვა და ვეღარ გაილაღებს ხვიჩას ხარჯზე წინ გავარდნილი პადაჩას პადაჩაზე რო აკეთებდა და პლეიმეიკერ ზელენსკის უფრო მეტად დაევალება უბურთოდ მიძრაობა რათა კვარაზე მიჩენილი 2 პერსონალური მცველიდან ერთერთი შიგადაშიგ გაიტყუოს რათა კვარას მეტი სივრცე გამოუთავისუფლოს პოტენციური იერიშის დასაწყებად. ეს ის არის რასაც ნატრობდა ყველა, ხვიჩას პერსონალური მეურვეები გალიებით სიღრმეში ასე მარტივად ვეღარ შეაკავებენ რაც ერთიორად გაზრდის მის პირად სტატისტიკას და ზოგადად ჰაიპს როგორც ვარსკვლავის საფეხბურთო სამყაროში. მომწონს გარსიას კრეატიული იდეები ვიდრე მშიშარა სპალეტის პროგნოზირებადი ინფანტილური 4-3-3 იყო რომელიც ყველამ დაუმუღამა მეორე წრეში და მაინც ჯიქურ ამ გაცვეთილ სცენარს აწვებოდა.
Charley
29 ივლისი 2023 14:59
1
Sadac kvaraa IQ zervinio Vin oxeria
Pele
29 ივლისი 2023 14:04
5
ძალიან კარგი თუ მასე იზამს. კვარა უნდა იყოს მეკარესთან ახლოს თავდასხმაში, და არა მიჯაჭვული როგორც სპალეტის უნდოდდა, უსინდისო სპალეტი. ყოველ ატაკაზე დაარბენინებდა ბოლო მცველამდე უკან. კვარა უნდა იყოს კაკას ამპლუააში , და ნახავთ რა საოცრებებს გაააკეთებს.
ბექა
29 ივლისი 2023 13:40
1
სპალეტიმ,სრულიად იცნობი ფეხბურთელი,ფლანგზე დააყენა და მანაც ბრწყინვალე შედეგები მოუტანა.მერე და მერე,მეტოქეებმა,მის წინააღმდეგ კონტრთამაშის ვარიანტები შექმნეს,თუმცა ეს ვარანტები,მთლიანად გუნდს,მეტ თავისუფალ სივრცეს უქმნიდა და გუნდი ბევრს არაფერს ჰკარგავდა,ხვიჩას ამოკეტვით.შუა ჩემპიონატში,თამაშის გარდაქმნას და სათამაშო სისტემის შეცვლას,სპალეტი რა თქმა უნდა მოერიდებოდა.ეგ ყველაფერი, ზაფხულში,მოსამზადებელ ეტაპზე უნდა გაკეთებულიყო და ახალი მწვრთნელი,ზუსტად ამას აკეთებს.
სოსო
30 ივლისი 2023 10:54
0
გეთანხმები. უკეთესი იქნებოდა სათქმელი გამართული ქართულით, რომ გეთქვა.
გიორგი
29 ივლისი 2023 16:55
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული