კვერნაძე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა - "ფროზინონე" "სალერნიტანასთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ფროზინონე“ საკუთარ მოედანზე „სალერნიტანას“ დაუზავდა - 1:1.

როგორც იცით, "ფროზინონეს" შემტევმა გიორგი კვერნაძემ „მონტრაგონესთან“ გოლი გაიტანა და დაშავდა, შემდეგი ორი სპარინგი გამოტოვა, სალერნოელებთან კი ნახევარმცველ აბდულრაჰმან ჰარუის (სასუოლოდან იჯარით აიყვანეს) ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და საგოლე კომბინაციაში მიიღო მონაწილეობა.

შემდეგ საკონტროლო შეხვედრას „ფროზინონე“ 5 აგვისტოს „კოზენცასთან“ ჩაატარებს.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“. 3 046 მაყურებელი

ფროზინონე - სალერნიტანა 1:1
გოლები: 1:0 ჯელი (78), 1:1 ვალენსია (86)

მკითხველის კომენტარები / 3 /
ჯერ არ გადასულა და უკვე ტრავმა მიიღო..ასეთი ფიზიკური მონაცემებით მას სერია ა-ში დიდი მომავალი მას არ უწერია
giorgi 3
16:18 30-07-2023
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული