მამარდაშვილი "ალავესთან" მატჩში "ვალენსიას" კაპიტანი იყო

AutoSharing Option
„ვალენსიამ“ ამხანაგურ მატჩში ლა ლიგაში დაბრუნებული „ალავესი“ 2:0 დაამარცხა.

„ღამურების“ რიგებში ამ სეზონში პირველად ითამაშა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა, რომელმაც პირველი ტაიმის შემდეგ კრისტიან რივერო შეცვალა. აღსანიშნავია, რომ მამარდაშვილი მეორე ტაიმში გუნდის კაპიტანი იყო.

„ვალენსია“ გასულ სეზონში გავარდნას ძლივს გადაურჩა, გუნდი კიდევ რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა და არაა გამორიცხული, მამარდაშვილიც დაემშვიდობოს. Fichajes.net-ი იტყობინება, რომ კლუბი ქართველის სწრაფად გასხვისებას ცდილობს, რადგან დროში შეზღუდულია, თუმცა სერიოზული წინადადებით ჯერ არავის მიუმართავს, მაგრამ თუ გიორგის ტრანსფერი განხორციელდა, მის შემცვლელად 31 წლის ფერნანდო პაჩეკოს (ესპანიოლი) დამატებას შეეცდება.

შემდეგ შეხვედრას „ვალენსია“ 5 აგვისტოს „მესტალიაზე“ „ასტონ ვილასთან“ ჩაატარებს.

პატერნა. „ანტონიო პუჩადესი“
ვალენსია - ალავესი 2:0
გოლები: 1:0 ოზკაჯარი (40), 2:0 მარტინ ტეხონი (63)

მკითხველის კომენტარები / 12 /
ასეთი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაში, ასეთ გუნდში კაპიტნობა არაა პატარა საქმე, ყოჩაღ!
Gogi
10:47 31-07-2023
0
sano ..მზე ხარ მზეეეეე დიდი მზეეეე ბაჯაღლო მზე .გალაქტიკის მასშტაბის მზე ხარ მზეთა მზე ხარ კაცობრიობის ისტორიაში რჩეული მზე
თემო
20:11 30-07-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული