იმით უნდა დავიწყოთ, იტალიურ მედიაში წინასწარ დაანონსებული ამბავი, რომ ქართველ გარემარბს პოზიციას შეუცვლიდნენ, არ გამართლდა. "კვარა" ისევ გამოკვეთილად მარცხენა გარემარბი იყო. ის ნამდვილად ჩანს, რომ რუდი გარსია ჩვენებურს კართან უფრო ახლოს ყოფნისა და მეტ თავისუფლების საშუალებას აძლევს, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჯერ საქმე მხოლოდ მოსამზადებელ
ხვიჩას თამაში ართმევაზეც ვნახეთ. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, მეტოქეებს ყოველთვის გაუჭირდებათ, კვარაცხელიას ფლანგიდან საკუთარი შეტევა წარმართონ, რადგან კონტრშეტევის საფრთხე დიდია. ასე იყო ლიბჟანიძის შემთხვევაშიც, თუმცა მან გარკვეული ხიფათის შექმნა მაინც მოახერხა. აბურჯანიაზეც ვთქვათ - იტალიელთა წნეხის პირობებში, თანაგუნდელებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვანი შეცდომა არ დაუშვია.
თუ მთავარ სიახლეზე ვსაუბრობთ, ეს ლობოტკას პოზიციაზე ანგისას დაყენება იყო. შეუძლებელია, ეს ერთჯერად ექსპერიმენტად ჩავთვალოთ. რამდენიმე ფაქტორია: ერთი ის, რომ სლოვაკი ნახევარმცველი იქნებ არაბეთში გადაბარგდეს. ასევე, ლობოტკასთან ერთად ნახევარდაცვას ბევრი ვარიაცია არ აქვს, რადგან სტანისლავის მთავარი უპირატესობა ბურთთან ერთად მოქმედებაა. კიდევ ერთხელ უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, ყოფილ შეგირდ ანგისას მიმართ გარსიას სხვა დამოკიდებულებები აქვს, ზუსტად იცის, მისი შესაძლებლობები გუნდს როგორ მოახმაროს. ამავდროულად, ასეთ დროს ნახევარდაცვაში ერთი შემტევის, ჯაკომო რასპადორის ადგილი გამოჩნდა, რაც სამომავლოდ იქნებ სწორედ კვარაცხელიას პოზიციის ცვლილებას და მის საჯარიმოსთან უფრო ახლოს ყოფნას ნიშნავდეს. გასული სეზონის მიხედვით, ლობოტკა მაინც სასტარტოს უალტერნატივო წევრად მიგვაჩნია. აღვნიშნოთ, თავისი შანსები კვლავ გამოიყენა ჯოვანი სიმეონემ...
საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ სპალეტის დანერგილი ექსპერიმენტი წარსულს ჩაბარდა და ეს მოცემულობა ვერც მარიო რუის დაბრუნებამ უნდა შეცვალოს - სტანდარტულ მდგომარეობებს კვარაცხელია ასრულებს. ხვიჩა ამ საქმე კიდევ უფრო უკეთ გაუძღვება, ამის გვჯერა. "კვარამ" ამით შედეგიანი პასების რაოდენობა უნდა გაზარდოს. მოგეხსენებათ, 77-ე ნომერი თავით თამაშით ასპექტში ნაკლებად გამორჩეულია, კუთხურისა და ჯარიმის შესრულებით კი გუნდისთვის მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია.
"ნაპოლის" ლიდერებიდან ჯერჯერობით მხოლოდ კიმი წავიდა, რაც კარგია, თუმცა ჩემპიონ გუნდს სიახლე ყოველთვის სჭირდება, რათა მათი შესწავლა გაუჭირდეთ. ახალი თავკაცი სწორედ ამას ცდილობს. დარჩენილ ამხანაგურ მატჩებში ხვიჩას პოზიციები ძალიან გვაინტერესებს. ამავდროულად, მთავარი წარმატება კვლავ ქართულ-ნიგერიულ დუეტზე უნდა მოვიდეს, რაც ბოლო შეხვედრამაც აჩვენა. თურქების მიერ მინდვრის ცენტრში დაკარგული ბურთის შემდეგ კვარაცხელიას ბევრი არ უფიქრია, ძალიან ეფექტური პასით ოსიმენი მარტივად მოძებნა და ნიგერიელმაც გაიტანა - მრისხანე დუეტი "დაბრუნდა". "კვარადონას" ახლა გოლის გემოს დაბრუნება სჭირდება და იმედია, ამას მალე ვნახავთ. 2 აგვისტოს მომდევნო მეტოქეა - ესპანური "ჟირონა", რომელსაც შარშან ჩვენებურმა თერთმეტმეტრიანით გაუტანა.
ხვიჩა ახალ როლში, მისი საგოლე პასი და ოსიმენისა და სიმეონეს დუბლი [VIDEO]
რატომ შეწყდა "ნაპოლისა" და "ჰათაისპორის" მატჩის ტელერეპორტაჟი - Areanapoli განმარტავს