მიქაუტაძით ლა ლიგის კლუბიც დაინტერესდა, მაგრამ...

AutoSharing Option
Diario de Cádiz-ი იტყობინება, რომ "მეცის" თავდამსხმელით, გიორგი მიქაუტაძით, "კადისი" დაინტერესდა.

გამოცემის ცნობით, ანდალუსიური კლუბი სეზონის წინ გაძლიერებას აპირებს, ახალ ფეხბურთელებს ეძებს,  ფინანსურად  ხელმისაწვდომი ტრანსფერების განხორციელებას ცდილობს, ყურადღებით აკვირდება მიქაუტაძეს, რომელმაც თავისი გუნდის ლიგა 1-ში გადასვლაში საკვანძო როლი ითამაშა; შედეგად, ივნისში, Transfermarkt-ის მიხედვით, მისი ღირებულება 10 მილიონი გახდა, "კადისი" ფასით დაინტერესდა და ინტერესიც შეუნელდა.

აღნიშნულია, რომ ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 31 აგვისტოს დაიხურება. მიქაუტაძის კანდიდატურა ამ ეტაპზე ყველაზე აქტუალური არაა, თუმცა არავინ იცის, რა მოხდება ერთი თვის განმავლობაში.

"მეცი" მიქაუტაძეს 20
მილიონად აფასებს და უფრო დაბალი ფასის შეთავაზებებს არ განიხილავს.

მკითხველის კომენტარები / 6 /
სევილია..ფიორენტინა..
Batumski.
01 აგვისტო 2023 18:38
0
ატანა არამაქ კადისის ალბათ ყველაზე გლახა ფეხბურთს თამაშობს ესპანეთში
beqa
01 აგვისტო 2023 12:23
0
გეთანხმებით არანაირი კადისები და გასავარდნად განწირული გუნდები, ტოპ 4 ლიგის გარანტირებულ 10-ეულის გუდში უნდა წავიდეს მინიმუმ.
რრრ
01 აგვისტო 2023 00:12
0
არანაირი კადისი. ერთი და იგივე დონის გუნდებია კადისი და მეცი. ჯობია იქ დარჩეს უფრო აქვს განვითარების შანსი და თან სასტარტოში ადგილი გარანტირებული აქვს. წარმატებები გიორგი მიქაუტაძეს. ღმერთი შენსკენ ძმაო
roma bejanidze
31 ივლისი 2023 23:26
0
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ჟორჟ მაგარ კლუბში გადავა. უძლიერესი ფორვარდია, ეგ ნებისმიერ კლუბში გაქაჩავს სუუულ მალე, 2-3 წელიწადში. მანამ გახდეს ლაციალე, თანახმა ვარ.
ბმბ
31 ივლისი 2023 23:16
0
მეც სიამოვნებით გავხდები ლაციალეს გულშემატკივარი და სულ მინიმუმ 2 თამაშს ლაციო ნაპოლი სულ კაიფ_კაიფით ვუყურებ და ეს ის თამაშები იქნება 3:3 რომ დამრთავდეს ორივე თამაში და 12 ჯერ ქართული გვარი გამოაცხადოს დიქტორმა სიხარულისგან ალბათ გავაფრენ და სულ მინიმუმ იმ ღამეს აღარ დამეძინება.
roma bejanidze
31 ივლისი 2023 23:31
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული