"ლიონში" გადასვლა საზონოვისთვის სამი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება" - მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელი

AutoSharing Option
მოსკოვის "დინამოს" მწვრთნელმა მარცელ ლიჩკამ საბა საზონოვის "ლიონში" და არსენ ზახარიანის "ლაციოში" შესაძლო გადასვლაზე გააკეთა კომენტარი.

"ეს მწვრთნელის მუშაობაა, როდესაც შენი გუნდის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი შეიძლება წავიდეს. მე, როგორც მწვრთნელი, ვიტყვი, რომ საბა და ზახარიანი უნდა დარჩნენ, მაგრამ ადამიანურად მათ ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ, რათა ყველაფერი გამოუვიდეთ.

თუ საბა "ლიონში" გადავა, ეს ერთი კი არა, მისი კარიერისთვის სამი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. "ლაციო" ისე კარგად არ ვიცი, როგორც "ლიონი". ქალაქი ვიცი", - განაცხადა ლიჩკამ Россия 24-ის ტელეარხზე გადაცემა Футбол России-ში.

27
ივლისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ლიონი" საზონოვის შეძენას და იჯარით "მოლენბეკში" გაშვებას აპირებს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
თუ იქიდან მოლენბეკში გადაგზავნეს,იჯარით, ისევ სამი ნაბიჯი როგორ იქნება?საბას თამაში,უნაკლო ნამდვილად არ არის,მაგრამ ისეთი მონაცემები აქვს,კარგი პატრონის ხელში,შეუძლიათ, ძალიან მაგარი ფეხბურთელი დააყენონ.
სოსო
02 აგვისტო 2023 09:50
0
რა სამი წინგადადგმული ნაბიჯი ? რა გუნდია ლიონი ? აგერ ლაციო ეჩალიჩებოდა და ესეც ჩაკვეტაძესავით შეტენეს მესამეხარისხოვან გუნდში @@ ან საფრანგეთის ლიგა რა არი ერთი პსჟ ყავთ და მორჩა დანარჩენები მესამე და მეოძე ხარისხოვანი გუნდებია ! და იმიტომაც ვერ გადიან ხშირად ჯგუფიდანაც ევროთასებზე!
zura222
02 აგვისტო 2023 00:05
12
ნაპოლის მესვეურებს თუ ტვინი აქვთ საზონოვი უნდა მოიპარონ. არ ვიცი მისი აგენტი ვინ არის მაგრამ ჯუღელს რომ ძროხამ გადაუფრინა და თავზე დააფუნა კვარაცხელიას სახით იმედია ეგ არ არის. რასაც საბამ აჩვენა 21 ჭლამდე და რა შანსიც მიეცა პირველ ნაკრებში მე მგონი დღეს ერთ ერტი საუკეთესო ცენტრა;ლუროი დამცველია რომელსაც ფიზიკური მონაცემები საუკეთესო აქვს, სისწრაფეში კი მიჯეისაც სჯონს და მოედანსაც კარგად ხედავს და მისი გრრზელი პასებიც ყოველთვის მიზანს ნახულობენ. თან მისი ფასი მაღალი არ არის რაც ძუნწი ლაურენტისისათვის მიღწევა იქნება.სპეკულიაციას ლიონი იქნება თუ ვინ ... მძთაწვარია რუსეთს მოშორდეს და ევროპის მაღალ ლიგაბში ითამაშოს. იგლისური ფეხბურთისთვის მისწრება იქნება.
simartle
01 აგვისტო 2023 23:26
2

სიახლეები პოპულარული