27 წლის მარცხენა მცველი სერბეთში ახალ კლუბთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ხვალ, 4 აგვისტოს გაფრინდება.
სერბული ლიგა ახალი დაწყებულია. პირველ ტურში გურამის მომავალი გუნდი ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდასთან" 0:5 განადგურდა და გათამაშებაში ბოლო ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას "პარტიზანთან" 6 აგვისტოს გამართავს.
აქვე გეტყვით, რომ "ვოივოდინა" კონფერენს ლიგის მეორე წრეშია გასული, ნიქოზიას "აპოელთან" 1:2 დამარცხდა (კვიპროსელებმა გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გოლებით მოიგეს), განმეორებით შეხვედრას კი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩაატარებენ.
წყარო: Geo Team
"აპოელმა" ქვილითაიას და დვალის გოლებით "ვოივოდინას" მოუგო [VIDEO]
ასე არ შეიძლება უაზროდ ფეხბურთელების არცთუისე ძლიერ კლუბებში გაყიდვა იმის გამო, რომ აქ ნაკლები ანაზღაურებაა. ვოივოდინას ბათუმის დინამო უნდა უგებდეს, როგორც აუტსაიდერს, მეტიც, სერბეთის ჩემპიონსაც უნდა უწევდეს კონკურენციას და რა გამოდის, გაისად ისევ არცთუისე ძლიერი ლეგიონერების იმედად უნდა ვიყოთ. როგორ არ მობეზრდა ამ ხალხს ერთი და იგივეს გამეორება. GAME OVER ჩინოვნიკო! დროა თამაშის თავიდან დაწყება, რომლისთვისაც ისევ განწირული ხარ იგივე პოლიტიკის გამეორების შემთხვევაში!