გურამ გიორბელიძე კარიერას სერბეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
გურამ გიორბელიძე კარიერას სერბულ "ვოივოდინაში" გააგრძელებს. 

27 წლის მარცხენა მცველი სერბეთში ახალ კლუბთან ხელშეკრულების გასაფორმებლად ხვალ, 4 აგვისტოს გაფრინდება. 

სერბული ლიგა ახალი დაწყებულია. პირველ ტურში გურამის მომავალი გუნდი ირაკლი აზაროვის "ცრვენა ზვეზდასთან" 0:5 განადგურდა და გათამაშებაში ბოლო ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას "პარტიზანთან" 6 აგვისტოს გამართავს. 

აქვე გეტყვით, რომ "ვოივოდინა" კონფერენს ლიგის მეორე წრეშია გასული, ნიქოზიას "აპოელთან" 1:2 დამარცხდა (კვიპროსელებმა გიორგი ქვილითაიასა და ლაშა დვალის გოლებით მოიგეს), განმეორებით შეხვედრას კი დღეს, თბილისის დროით 22:00 საათზე ჩაატარებენ.

წყარო: Geo Team

alt"აპოელმა" ქვილითაიას

და დვალის გოლებით "ვოივოდინას" მოუგო [VIDEO]


მკითხველის კომენტარები / 4 /
გურამს წარმატებები, მაგრამ კიდევ ერთხელ განვმეორდები, ვოივოდინა და მსგავსი კლუბების სამიზნე მომავალი თაობის ქართველი ფეხბურთელი არ უნდა იყოს. არსებობს აიაქსის მოდელი, რომელიც როცა წარმატებული იყო უბრალოდ არ ჰყიდდა ფეხბურთელებს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში ფინანსების უპრეცენდენტო მოზღვავებამ აიძულა ტაქტიკა შეეცვალა და გამოზარდა ნიჭიერი ფეხბურთელები (ვან ბასტენი, გულიტი, რაიკაარდი და სხვ.), რომლებიც ტოპ ჩემპიონატის ტოპ კლუბებში გაუშვა!
მსგავსად იქცევიან უკრაინელები, ხორვატები და სხვა წარმატებული საფეხბურთო ქვეყნების საფეხბურთო მეურნეობები.
აკადემიებმა უნდა დააწინაურონ საკუთარი ფეხბურთელები, მაგრამ რამდენიმე წელი არსად არ უნდა გაყიდონ, ვიდრე შორს არ გავა კლუბი, წინააღმდეგ შემთხვევაში ყოველი წელი გამოვა წყლის ნაყვა. აქ ბევრი ლაპარაკი არ არის საჭირო და თუ იქცევი ისე, რომ არ გაქვს განვითარების კონცეფცია ან დებილი ხარ ან თავს იტყუებ. მესამე ვარიანტი არ არსებობს და სხვა მხრივ ვერ განვითარდები. ეს ელემენტარული აქსიომა თუ ძნელი გასაგებია ცუდად ყოფილა საქმე და თუ ვერ მართავ უნდა წახვიდე და სხვას დაუთმო ასპარეზი!
ლაშა
12:01 03-08-2023
1
მოკლეთ რომ ვთქვათ ვინმემ უნდა დაწეროს ქართული ფეხბურთის განვითარების კონცეფცია. სანაკრებო ფეხბურთთან მიმართებით სიტუაცია გამოსწორდა, თუმცა არცთუისე სახარბიელოდ და როცა პროგრესს ხედავ, იქვე ტივტივდება ნაკლოვანებები, რომელსაც სწრაფად უნდა მიხედო. ჩემპიონატის დონე გამოსასწორებელია, ბიზნესსექტორის დაინტერესება უნდა მოხდეს ფეხბურთით. უნდა გაიხსნას უფასო საფეხბურთო სკოლები. დამერწმუნეთ, ღარიბი, რომელშიც ინვესტიციებს ჩადებ, გაცილებით მონდომებით ითამაშებს, ვიდრე მდიდარი! აგერ გაგი მარგველაშვილის და ვატო არველაძისნაირები იცით ვის აგონებს ხალხს? ძმაკაცობით და ახლობლობით რომ ათამაშებდნენ 2000-იან წლებში ძირითადში! აგერ კვარა ტალანტია, მაგრამ მამამისის ფინანსებმაც გარკვეულწილად შეუწყო მას ხელი, თუმცა მას არავინ უკარგავს მონდომებას, შემართებას ან ნიჭს, მაგრამ ბრაზილია და არგენტინა გაცილებით დიდ ეფექტს იღებს, როდესაც ინვესტიციებს დებდა ღარიბ ფეხბურთლებში, პელეში, გარინჩაში, ვავაში, მარადონაში, მესიში, რონალდინიოში, რონალდოში. არცერთი ამათგანი და სხვა კიდევ მრავალი არ ყოფილა მდიდარი! ნახეთ ფილმი: პელე: ლეგენდის დაბადება, რომელიც ერთგავი გაგრძელებაა და რომელშიც დაახლოებით ერთი და იგივე ნარატივია, რაც ფილმებში: ფეოლა და ბურთიდა მოედანი!
ასე არ შეიძლება უაზროდ ფეხბურთელების არცთუისე ძლიერ კლუბებში გაყიდვა იმის გამო, რომ აქ ნაკლები ანაზღაურებაა. ვოივოდინას ბათუმის დინამო უნდა უგებდეს, როგორც აუტსაიდერს, მეტიც, სერბეთის ჩემპიონსაც უნდა უწევდეს კონკურენციას და რა გამოდის, გაისად ისევ არცთუისე ძლიერი ლეგიონერების იმედად უნდა ვიყოთ. როგორ არ მობეზრდა ამ ხალხს ერთი და იგივეს გამეორება. GAME OVER ჩინოვნიკო! დროა თამაშის თავიდან დაწყება, რომლისთვისაც ისევ განწირული ხარ იგივე პოლიტიკის გამეორების შემთხვევაში!
ლაშა
12:20 03-08-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული