"ჟირონასთან" ამხანაგური მატჩისას მიღებული ტრავმის შემდეგ "ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას ყინულის საფენები დაადეს და კოჭლობით გავიდა გასახდელში. ამასთან დაკავშირებით კლუბი ინფორმაციას ავრცელებს.
კვარაცხელიას მარცხენა მუხლის ტრავმა სერიოზული არაა, რამდენიმე დღე მოუწევს მკურნალობა, დღეს ფიზიოთერაპიის კურსი ჩაუტარდა, არ უვარჯიშია, 6 აგვისტოს "აუგსბურგთან" სპარინგში მონაწილეობას, ალბათ, არ მიიღებს, სეზონის დასაწყისში კი სათამაშოდ მზად იქნება.
როგორც ჩანს, პრობლემაა ვიქტორ ოსიმენთან დაკავშირებით, რაზეც ადგილობრივი მედია არაფერს არ იტყობინება, თუმცა ინფორმაციამ მაინც გამოჟონა: ნიგერიელს ზღაპრული ხელფასი შესთავაზა "ალ ჰილალმა", პსჟ მზადაა წელიწადში 15 მილიონი ევრო
გადაუხადოს; ამჟამად კასტელ დი სანგროში ფეხბურთელის აგენტი რობერტო კალენდა იმყოფება, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობასთან თავისი კლიენტის კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს და სეზონურ გასამრჯელოდ 10 მილიონს ითხოვს.
ოსიმენს გუშინ არ უთამაშია და დღეს არ უვარჯიშია, რასაც დაღლილობით და დასვენების აუცილებლობით ხსნიან. სეზონი მალე დაიწყება, ხვიჩა ტრავმირებულია, ვიქტორის საკითხი გაურკვეველია, ხოლო "ნაპოლის" თამაში, რბილად რომ ვთქვათ, უკეთესის სურვილს ტოვებს.
გამოქვაბულიდან არ უნდა გამოუშვა ეგენი, ვისაც სხვისი ცუდი ისე უხარია რომ ვერ იტევს გულში და გარეთ გამოაქვს მთელი ნაგავი.
მართლა გგონიათ ხვიჩას ამით რამეს აკლებთ?
საკუთარ თავებს ამჟღავნებთ. მთელი სოც. სივრცე აყროლებული გაქვთ და ამაზე მეტი რაღა უნდა დაგემართოთ.
ხვიჩამ დღეის იქეთ ფეხბურთი საერთოდ რომც არ ითამაშოს ორი მაგარი საქმე უკვე გააკეთა: ნაპოლის ლეგენდა გახდა და ქართველი ერის რეალური სახე გამოამჟღავნა, ისე რომ კარგის მეტი არაფერი უკეთებია ამ ქვეყნისთვის.
გადახედეთ ქართული გუნდების ჭაობს, სადაც არიან და როგორ გუნდებთან მარცხდებიან, იყო ეს ქვეყანა ღირსი ხვიჩასნაირი ტალანტი აქ დაბადებულიყო? სპორტულადაც და მენტალურადაც ჩამორჩენილ ქვეყანაში და თან ისეთ განუვითარებელ ხალხში, სადაც არაფერს დაუფასებდნენ?
აქაური ფეხბურთისკენ ვინმემ რომ გამოიხედა და რამდენიმე ფეხბურთელი ტოპ ხუთში წავიდა ვისი დამსახურებაა ხომ ვერ მეტყვით? შენთხვევით ხვიჩასი ხომ არააა?
აქ კი მისი ტრავმაც უხარიათ და ოღონ ამან არ მიაღწიოს წარმატებასო და ჩვენ ისევ ჩეჩმაში ვიცხოვრებთო, იყოს ჭაობში ქვეყანაც და ფეხბურთიც ოღონ კვარაცხელიამ არ მიაღწიოსო...
აი ეს ხართ რეალურად.
სულით და გონებიღ ღატაკები.
ამაზე უარესი არაფერი დაგემართებათ აწი.
ან რა აზრი აქვს