მისი თქმით, "პარტენოპეის" აქვს უფრო სერიოზული პრობლემები, ვიდრე ქართველის უგოლო სერია.
"დარწმუნებული ვარ, კვარაცხელია გოლების გატანას ისევ დაიწყებს. მას ყველაზე მეტად მოედნის ბოლო, 15-20 მეტრში მოქმედება უჭირს, თუმცა ამაზე ნაკლებად ვნერვიულობ, რადგან "ნაპოლის" უფრო სერიოზული პრობლემები აქვს, ვიდრე კვარაცხელიას მშრალი სერია", - განაცხადა დელ ჯენიომ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ სეზონში "ნაპოლის" მაისურით ყველა ტურნირზე ჯამში 39 მატჩი გამართა, თავი კი 14 გატანილი გოლითა და ამდენივე საგოლე პასით გამოიჩინა.
კვარაცხელია ტრავმირებულია, ოსიმენი "გაუჩინარდა", "ნაპოლი" არადამაჯერებელია, სეზონი კი მალე დაიწყება