"ნაპოლის" ნახევარმცველ ხვიჩა კვარაცხელიას მარცხენა მუხლის ტრავმის თაობაზე იტალიური მედია ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციებს ავრცელებს.
"ტუტოსპორტის" ცნობით, ტრავმა შეიძლება ნავარაუდევზე უფრო სერიოზული აღმოჩნდეს, არსებობს მყესის დაზიანების საშიშროება და შეიძლება სერია A-ს სტარტის გამოტოვება მოუწიოს. Il Mattino წერს, რომ კუნთი აქვს დაჭიმული და არაა გამორიცხული, პირველ ტურში "ფროზინონესთან" ვერ ითამაშოს.

calciomercato საპირისპიროს ამტკიცებს - ხვიჩა რამდენიმე დღე დაისვენებს, "აუგსბურგთან" და "აპოლონთან" საკონტროლო შეხვედრებს გამოტოვებს, თუმცა საგანგაშო არაფერია და იტალიის ჩემპიონატის დასაწყისისთვის მზად იქნება.
კლუბის საიტი იტყობინება, რომ კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა დღეს სპორტულ
დარბაზში ინდივიდუალურად ივარჯიშეს.