24-ე წუთზე მატჩი თავსხმა წვიმის გამო შეჩერდა, 20 წუთის შემდეგ გაგრძელდა და პირველი ტაიმი 0:0 დასრულდა. მიქაუტაძე ძალიან აქტიური იყო და 52-ე წუთზე გამარჯვების მომტანი გოლიც გაიტანა. გიორგი 74-ე წუთზე შეცვალეს.
შემდეგ შეხვედრას „მეცი“ 13 აგვისტოს ჩაატარებს - ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად „რენს“ დაუპირისპირდება.