"ჩაკვეტაძის სახით განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს" - "უოტფორდის" მწვრთნელი

AutoSharing Option
ჩემპიონშიფის პირველ ტურში ქპრ-სთან მოგებული მატჩის (4:0) შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, "უოტფორდის" მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა სიხარული ვერ დამალა და თავისი გუნდის ფეხბურთელები და ახალწვეული გიორგი ჩაკვეტაძე შეაქო:

"იმ მომენტიდანვე, როდესაც ჩაკვეტაძე მოედანზე შევიდა, ყველა მისი თამაშით აღფრთოვანებული იყო. ჩვენ ისეთი შეგრძნება შეგვექმნა, რომ ძალიან განსაკუთრებული ფეხბურთელი გვყავს. ის ნახევარდაცვაში მეტ შესაძლებლობებს გვძენს, ვინაიდან სხვადასხვა პოზიციაზე თამაში შეუძლია. ყველანი მისგან მეტს და გაგრძელებას მოუთმენლად ველით".

შემდეგ შეხვედრას "უოტფორდი" 8 აგვისტოს ლიგის თასზე სტუმრად "სტივენიჯთან" ჩაატარებს.

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაც ამან ერთა ლიგაზე ქნა მართლა მაგარი იყო და აწი უფრო მაგარი იქნება კიდევ!არავის ვადარებ მაგრამ ფორმაში მყოფი ჩაკვეტაზე კვარაზე მაგარია ,ერთად ორივე და მიქაუტაძე პლუს 9 ზე მხეცი შეტევა გვქენება.
ჩაკვეს
06 აგვისტო 2023 15:53
3
ღმერთმა ქნას ასე იყოს მარა ფორმაში მყოფი ჩაკვე კვარას არ ჯობია,ტრავმამდე ჩაკვემ ერთი სეზონი ითამაშა გენტში,კვარას პირველი სეზონი და ჩაკვეს პირველი სეზონი გენტში ერთმანეთს ვერც შეედრება,ერთა ლიგა კვარამაც ათრია უფრო მაღალ დივიზიონში ვიდრე დ ლიგაა...
MARGALONA
07 აგვისტო 2023 14:48
0
იმედია გიო ალბიონზე იპოვის თავის თავს და გაგვახარებს. წარმატება გიოს.
G.LA
06 აგვისტო 2023 09:11
1
როგორ მჯერა ამ ბიჭის
06 აგვისტო 2023 03:07
0
მე უყურე ამ თამაშს და გიომ ისე მაგრად ითაშა ,რომ არა ის მურტალი ტრავმა ეხლა ევროპის ერთ ერთ საუკეთსო გუნდში ითამაშებდა.ასე მეგონა არსენალის ან მან სიტის აკადემია ქონდა გავლილი.მინდა აღნიშნო რომ გიო ფიზიკურად არაფრით ჩამოუვარდებოდა ადგილობრივებს.გისურვებ შემდეგ სეზონში პრემიერლიგაში გეთამაშოს ჩემო პატარა ძმაო.
დათო
06 აგვისტო 2023 02:23
1
https://myfootball.top/
დათო
06 აგვისტო 2023 17:22
0
სად უყურე? ჩანაწერი იქნება?
Sad
06 აგვისტო 2023 10:54
0
წარმატებები გიორგის! გაიხარე და გაგვახარე!
alexandre
06 აგვისტო 2023 01:43
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული