ცნობილმა ბრიტანელმა ჟურნალისტმა პოლ ბრაუნმა "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, თუ "კვარა" "არსენალში" გადავა, შესაძლოა მან მიხაილო მუდრიკის ბედი გაიზიაროს.
"ხვიჩა "არსენალში"? თუ "მეთოფეებმა" ეს ტრანსფერი განახორციელა, ძალიან სარისკო იქნება. ამას მიხაილო მუდრიკის მაგალითიც ადასტურებს. ქართველს პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვს. ყველამ ვნახეთ, რა მოხდა, როცა მუდრიკი "ჩელსიში" გადავიდა, ამ ტრანსფერმა არ იმუშავა. მიხაილომ ინგლისში საკუთარი თავი ჯერ კიდევ ვერ იპოვა.
დარწმუნებული ვარ, "არსენალში" ამ ყველაფერს კარგად გააანალიზებენ და კვარაცხელიას სანაცვლოდ დიდი თანხის გადახდას მოერიდებიან, თუმცა, თუ
გარიგება შედგა და ხვიჩამ ისე ითამაშა, როგორც ამას "ნაპოლიში" აკეთებს, ვფიქრობ, "მეთოფეების" გულშემატკივრები ამით აღფრთოვანდებიან", - განაცხადა ბრაუნმა.
შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციების თანახმად, "ნაპოლი" ამ ზაფხულს გუნდის ლიდერების, ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის გასხვისებას არ გეგმავს.
"ნაპოლიმ" "აუგსბურგს" კვარაცხელიას და ოსიმენის გარეშე სძლია
"სპალეტი ჩემთვის მამასავითაა, ოსიმენისგან ეს ძალიან გამიკვირდა" - ხვიჩა კვარაცხელიას ინტერვიუ იტალიურ გამოცემასთან
"ნებისმიერ ასაკობრივ ნაკრებში თამაში პატივია, ამაზე უარის თქმა კი ამპარტავნება მგონია" - ალეკო ელისაშვილი ხვიჩა კვარაცხელიაზე