კიტეიშვილის "შტურმი" სტუმრად პსვ-სთან დამარცხდა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „შტურმი“ გასვლაზე პსვ-სთან 1:4 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა 70-ე წუთამდე ითამაშა.

დუბლი ლიუკ დე იონგმა შეასრულა, გოლი და საგოლე გადაცემა ისააკ ბაბადის ანგარიშზეა, ორი საგოლე გადაცემა კი იოან ბაკაიოკომ გააკეთა.

საპასუხო შეხვედრა 15 აგვისტოს გაიმართება, თუმცა ცხადია, გრაცულ გუნდს შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან გაუჭირდება.

ეინდჰოვენი. „ფილიპსი“
პსვ - შტურმი 4:1
გოლები: 1:0 ბაბადი (4), 2:0 ლ. დე იონგი (22), 3:0 ლ. დე იონგი (32), 3:1 სტანკოვიჩი (40), 4:1 სანგარე (73)

მკითხველის კომენტარები / 7 /
ვუყურე და დონეებს შორის აშკარად დიდი სხვაობაა. Ძალიან უსუსურად გაოიყურებოდა კიტე და მისი გუნდი.
Რერო
13:10 09-08-2023
0
კონფერენს დონის კლუბია შტურმი
beqa
11:03 09-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული