სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა გიორგი ჩაკვეტაძემ მატჩი მცირე ტრავმის გამო გამოტოვა. გუნდის მწვრთნელმა ვალერიენ ისმაელმა თქვა, რომ ჩაკვეტაძემ ვარჯიშზე დაზიანება მიიღო, სერიოზული არაფერია და მისი თამაში არ გარისკეს.
შემდეგ შეხვედრას „უოტფორდი“ ჩემპიონშიფში გამართავს - 12 აგვისტოს „პლიმუთს“ უმასპინძლებს და იმედია, გიორგი თამაშს შეძლებს.
სტივენიჯი. „ლამექსი“
სტივენიჯი - უოტფორდი 1:1 (პენ 4:3)
გოლები: 0:1 ბაიო (6), 1:1 მარჩი (43)