მამარდაშვილი შესაძლოა, "ვილიარეალში" აღმოჩნდეს - საქმეში "ჩელსიც" დაბრუნდა?

AutoSharing Option
დღე არ გავა, ესპანურ, გერმანულ თუ ბრიტანულ პრესაში გიორგი მამარდაშვილის შესაძლო მომავალი გუნდის შესახებ არ დაიწეროს.

elgoldigital-მა დღეს გვაუწყა, რომ ჩვენებურისთვის ბრძოლაში "ვილიარეალი" ჩაერთო და ქართველის მიწვევა "ყვითელი წყალქვეშა ნავის" მწვრთნელ კიკე სეტიენს თავად უნდა.

წყარო წერს, რომ 22 წლის კიპერის შეძენა შესაძლოა, "სევილიამაც" მოისურვოს, მაგრამ ეს იმაზეა დამოკიდებული, აიბარგებს თუ არა "სანჩეს პისხუანიდან" იასინ ბონო, ამის ალბათობა კი ბოლოს საკმაოდ დაეცა.

ინფორმაციისათვის, ბრიტანულმა პრესამ გიორგის სახელი "ჩელსის" კვლავ დაუკავშირა. "ბაიერნს" იჯარით ლონდონელთა კარის დარაჯის, კეპა არისაბალაგას აყვანა უნდა, "არისტოკრატები"
კი მის შემცვლელად სწორედ მამარდაშვილს განიხილავენ.

მოგეხსენებათ, "ჩელსიმ" რამდენიმე დღის წინ "ბრაიტონიდან" კიპერი რობერტ სანჩესი უკვე დაიმატა.
მკითხველის კომენტარები / 6 /
არა, არა და არა... ის რომ ვილიარეალი დღეს ვალენსიაზე უკეთესი გუნდია არ ნიშნავს რომ ჯობია გადავიდეს, ასი წელი რომ გავიდეს ვალენსია მაინც ბევრად დიდი კლუბი იქნება ვიდრე ვილიარეალი... ბიჭი მისი განვითარებისთვის იდეალურ ადგილას თამაშობს და თუ არ გავარდა ვალენსია ან რომელიმე გრანდმა სასტარტო მეკარის უპირობო გარანტია არ მისცა არც უნდა იფიქროს წასვლაზე...
ვენეციის კომისია
13:59 10-08-2023
2
ნათქვამია,სადაც ქორწილზე ბევრს ლაპარაკობენ,იქ ქორწილი არ იმართებაო.ჩვენს ბიჭებზეც იმდენს ლაპარაკობენ და არაფერი ხდება.დავაცადოთ და როცა მოხდება,მერე ვილაპარაკოთ!აღარც ჭორაობა იქნება და აღარც ტყუილი მოლოდინების გამო,იმედების გაცრუება!
სოსო
15:30 10-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული