"ნაპოლის" ბოლო მატჩი
19 აგვისტოს იტალიის მოქმედი ჩემპიონი "ნაპოლი" გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" ესტუმრება. ქართველი გარემარბი წინა ამხანაგურ შეხვედრაში დაასვენეს, დღეს, 11 აგვისტოს, თბილისის დროით 20:30
ნეაპოლელთა რიგებში არიან ფეხბურთელები, რომლებსაც მცირე ტრავმები აწუხებთ და იმედია, ჩემპიონატის საწყის მატჩამდე ყველაფერი მოგვარდება.
"ვალენსია" იწყებს...
გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" "სევილიას" მაშინ ესტუმრება, როცა თბილისის დროით (00:00 სთ) უკვე 12 აგვისტო იქნება (პირდაპირი რეპორტაჟი "სილქ უნივერსალზე"). "სანჩეს პისხუანზე" თამაში რთულია და "ღამურებს" აქ 2019 წლის შემდეგ არ მოუგია.
გასულ სეზონში არცერთი გუნდი არ ბრწყინავდა, სევილიელებმა კი, ტრადიციულად, წარმატებას ევროპა ლიგაზე მიაღწიეს. იმედია, რუბენ ბარახა ამბიციურ გუნდს შექმნის და მამარდაშვილს იმდენი ჯაფა არ დაადგება, როგორც გასულ სეზონში - ქართველი მეკარე ხომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
სხვა მატჩები
დღესვე, 19:45 საათზე, გიორგი კვერნაძეს პირველი ოფიციალური მატჩის ჩატარების შესაძლებლობა აქვს, მისი "ფროზინონე" კი იტალიის თასზე "პიზას" უმასპინძლებს.
რაც შეეხება გიორგი მიქაუტაძის პირველ შეხვედრას ახალ სეზონში, "მეცი" "რენს" 13 აგვისტოს, ჩვენი დროით 19:05 საათზე ესტუმრება (საფრანგეთის ლიგა 1-ს "სეტანტა სპორტი" გვთავაზობს).
წარმატება ქართველ ლეგიონერებს!..
"ნაპოლიმ" შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა
პსჟ-მა ნეიმარსა და კიდევ 4 ფეხბურთელს შეატყობინა, რომ ტრანსფერზე არიან
მერეტი
დი ლორენცო, რაჰმანი, ხუან ჟესუსი, ოლივერა
ელმასი, ლობოტკა, ზიელინსკით
რასპადორი, ოსიმენი, კვარაცხელია