"ნაპოლიმ" შვედეთის ნაკრების ფეხბურთელი შეიძინა

AutoSharing Option
შვედეთის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველი იენს-ლიუის მიკაელ კაიუსტე "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.

ნეაპოლურმა კლუბმა კაიუსტე "რეიმსისგან" 12 მილიონ ევროდ შეიძინა და კონტრაქტი 2028 წლის ზაფხულამდე გაუფორმა.

ჰაიტური წარმოშობის შვედმა ფეხბურთელმა გასულ სეზონში საფრანგეთის ლიგა 1-ის 31 მატჩში 3 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის უკვე შეუდგა თავის ახალ გუნდთან ერთად ვარჯიშს.

კაიუსტემ განაცხადა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ადვილი არჩევანი გააკეთა და "ნაპოლიში" გადასვლით ბედნიერია.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ან ერთი არა ხართ ფეხბურთის გაგებაში ან მეორე, ანაც კიდევ ვერცერთი...მეოთხე ვარიანტი უბრალოდ არ არსებობს...)))))))))
shmexperts da keshas
00:59 12-08-2023
0
გადავხედე ამის თამაშებს და საერთოდ ნულია ტიპი. ზელენსკი ამასთან ფეხბურთის ღმერთია.
შმექსპერტი
12:25 11-08-2023
0

სიახლეები პოპულარული