"ფროზინონემ" თასზე გაიმარჯვა - კვერნაძე შეცვლაზე კარგად შევიდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასზე „ფროზინონემ“ საკუთარ მოედანზე სერია B-ს „პიზა“ 1:0 დაამარცხა და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მასპინძელთა გუნდში 66-ე წუთზე თავდამსხმელ ჯუზეპე კასოს ნაცვლად შევიდა შეცვლაზე გიორგი კვერნაძე. ქართველი თამაშში აქტიურად ჩაერთო, მეტოქეს ყვითელი ბარათი მიაღებინა, 86-ე წუთზე გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია. მწვრთნელმა ეუსებიო დი ფრანჩესკომ განაცხადა, რომ კასოს პრობლემები ჰქონდა, კვერნაძე ბურთის დასაჭერად შეიყვანა მოედანზე და ასევე შეცვლაზე შესულ ბრეშიანინისთნ და გარიტანოსთან ერთად გამარჯვებაში წვლილი შეიტანა.

1/16-ფინალში "ფროზინონე" "ტორინოსა" და "ფერალპისალოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება.

19
აგვისტოს სერია A-ს პირველ ტურში „ფროზინონე“ „ნაპოლის“ უმასპინძლებს.

ფროზინონე. „ბენიტო სტირპე“. 3 804 მაყურებელი
ფროზინონე - პიზა 1:0
გოლი: კანესტრელი (7 საკ. კარში)

მკითხველის კომენტარები / 17 /
ჟილკა ხალისი და მოტივაცია მაგარი აქვს აი იტალიის ეფექტი და ევროპის ეფექტი, ახალგაზრდას ეს ჭირდება და არა ჩალპობა რუსეთში. რუსეთში ესე ვერ ითამაშებ იგივე რაც იყო ხვიჩას შემთხვევაში, რო გაუკვირდათ რუბინში გადასული ასე მაგრად რატომ ათამაშდაო ნაპოლიში. მარა თვითონაც მაგარი ფხიანი ბიჭია კლასიც აქვს, მთავარია პროფესიონალიზმიდან არ გადაუხვიოს და ყველაფერი კარგად იქნება, კარგად კი არა მაგრად
Aese!
05:28 13-08-2023
0
ყოჩაღ, გიორგი. მეტი დაღვინება სჭირდება ჯერ, თავს გაართმევს, ჭკვიანი და მშრომელი ბიჭია.
გიორგი
16:49 12-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული