ახალ სეზონში „ვალენსიას“ კიდევ უფრო სერიოზული საკადრო პრობლემები შეექმნა, თუმცა მასპინძელ გუნდს ბრძოლა გაუმართა და გაიმარჯვა კიდეც. პირველ ტაიმში მომენტები იშვიათად იქმნებოდა, სტუმართა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილს ბევრი სამუშაო არ ჰქონია, მხოლოდ ერთხელ მოუხდა საქმეში ჩართვა, როდესაც პირისპირ გასულ ენ-ნესირის დაასწრო და არ გაატანინა.
შესვენების შემდეგ თამაში უფრო სახალისო გახდა: სწრაფი კონტრშეტევისას დიახაბიმ სტუმრები დააწინაურა. თუმცა, მალე ენ-ნესირიმ სუსოს ჩაწოდებულ ბურთს გიორგის კარში მიუჩინა ადგილი. ცოტა ხანში ქართველმა ენ-ნესირზე პასისას თავისი გუნდი იხსნა და ტრავმას გადაურჩა. საპასუხო იერიშისას დუროს წაქცევისას ბოლო იმედის ჯარიმის გამო მსაჯმა ბადე გააძევა და ანდალუსიური გუნდი კაცნაკლული დარჩა. 88-ე წუთზე გერამ ბონოს კარი დალაშქრა და "ღამურები" წინ გაიყვანა. კომპენსირებულ დროში სუსოს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია და "ვალენსიამ" 3 ქულა მოიპოვა.
18 აგვისტოს „ვალენსია“ „ლას პალმასს“ უმასპინძლებს.
სევილია. „სანჩეს პისხუანი“. 34 184 მაყურებელი
სევილია - ვალენსია 1:2
გოლები: 0:1 დიახაბი( 59), 1:1 ენ-ნესირი (69), 1:2 გერა (88)
გაძევება: ბადე (81)