ლონდონელებს სიაში ორი მეკარე ჰყავთ. ერთ-ერთი სწორედ ჩვენებურია, მეორე კი - "დორტმუნდის" კიპერი გრეგორი კობელი. ზემოთ აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, "სტემფორდ ბრიჯს" ერთ-ერთი მათგანი მიაშურებს.
მოგეხსენებათ, "ჩელსიდან" იჯარით "რეალში" კეპა არისაბალაგა გადავიდა, რის შემდეგაც ლონდონელებს ახალი კარის დარაჯის დამატება აუცილებლად ესაჭიროებათ.
მამარდაშვილი ამ ზაფხულს არაერთ გუნდს დაუკავშირეს და ახლა სანდო წყაროები წერენ, რომ "ჩელსის" მისი ხილვა ძალიან სურს. ვნახოთ...