ირაკლი აზაროვი "შახტარში" გადასვლასთან ახლოსაა

AutoSharing Option
"ცრვენა ზვეზდას" განაპირა მცველი ირაკლი აზაროვი, დიდი ალბათობით, კარიერას "შახტარში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაციას გავლენიანი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

Geo Team-ის ინფორმაციით, აზაროვი კიევში დღეს გაფრინდება, სადაც დონეცკური კლუბის წარმომადგენლებს პირადი კონტრაქტის საბოლოო დეტალებზე გაესაუბრება, ტრანსფერის სავარაუდო თანხად კი 3 მილიონი ევრო სახელდება.

შეგახსენებთ, "შახტარის" ღირსებას კიდევ ერთი ქართველი, გიორგი გოჩოლეიშვილიც იცავს.

სერბულ გუნდში აზაროვმა გასულ სეზონში 29 მატჩში 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

alt"მადლობა თითოეულ გულშემატკივარს" - ირაკლი აზაროვი

alt

დასვლასთან ახლოსაა " style="height: 50px; width: 50px;" />აზაროვის შეძენის სურვილი "შახტარმა" გამოთქვა

altაზაროვის "ცრვენა ზვეზდასა" და რუსების ძმობისა და მეგობრობის ამბავი გრძელდება - ქართველის გუნდმა რუსების მიმართ სასიყვარულო სიტყვები კვლავ არ დაიშურა

მკითხველის კომენტარები / 10 /
კაია თუ შახტარში თავი გამოიჩინეს ჩვენმა ბიჭებმა პრემიერ ლიგაში გაიჩითებიან
რობი
15:43 17-08-2023
6
გოჩოლეიშვილი მარჯვენა ნახევარმცველია, აზაროვი კი მარცხენა შემტევი მცველის პოზიციაზეა.
შახტარი კარგი ვარიანტია ამ ეტაპზე, რადგან გაცილებით იოლია უკრაინული კლუბიდან ტოპ ლიგაში გადასვლა ამ ეტაპზე, ვიდრე სერბული კლუბიდან!
ლაშა
15:39 17-08-2023
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული