მიქაუტაძის პირველი გოლი ტოპ 5 ლიგაში - კაცნაკლული "მეცი" "მარსელს" დაუზავდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში „მეცის“ და „მარსელის“ მატჩი 2:2 დასრულდა, გიორგი მიქაუტაძემ კი ტოპ 5 ლიგაში სადებიუტო გოლი გაიტანა.

დებიუტში სტუმრები შეტევაში უფრო აქტიურები იყვნენ, მეტადრე მარჯვენა ფლანგიდან უტევდნენ და მეკარე ოკიჯამ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. შემდეგ კი სოგლომ რიკოშეტით „ოლიმპიკი“ დააწინაურა. აქედან მოყოლებული მასპინძლები ინიციატივას დაეუფლენ, კანდეს შორიდან დარტყმული ბურთი მეკარე ლოპესმა მოიგერია, ბოლოს ობამეიანგის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა და პირველი ტაიმი 0:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრების ჩინებული შანსი გაუშვა ხელიდან, მერე „მეცის“ კარი რონჟემ დალაშქრა,
მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორება ნახა და თამაშის წესების დარღვევა დააფიქსირა. ცოტა ხანში „მეცის“ მცველი ლო არბიტრმა უხეშობისთვის პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა და მალე საბალიმ რონჟესგან რიკოშეტით საპასუხო გოლი გაიტანა. ამითაც არ დაკმყოფილდა კაცნაკლული გუნდი - მიქაუტაძემ ბურთი მკერდით ჩამოიღო და ლოპესი დაამწუხრა. თამაში კიდევ უფრო თვალსასეირო გახდა, „მარსელი“ იერიშზე გადავიდა და „მეცი“ ორჯერ ძელმა იხსნა. მერე მიქაუტაძემ ორი მცველი გააბითურა და გატანა ლოპესმა არ დაანება. 82-ე წუთზე ვიტინიამ ანგარიში გაათანაბრა. გიორგი 84-ე წუთზე შეცვალეს და მაყურებლებმა აპლოდისმენტებით გააცილეს. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და შეხვედრა ფრედ დასრულდა.

27 აგვისტოს „მეცი“ გასვლაზე „კლერმონს“ შეხვდება.

მეცი. „სენ-სიმფორიენი“
მეცი - მარსელი 2:2
გოლები: 0:1 სოგლო (14), 1:1 საბალი (65), 2:1 მიქაუტაძე (71), 2:2 ვიტინია (82)
გაძევება: ლო (58)

მკითხველის კომენტარები / 14 /
ძალიან კარგია გიორგი. მეორე ტაიმში თითქოს თავიდან ჩაიკარგა მაგრამ თავისი საქმე საბოლოოდ მაგრად გააკეთა,რაც ორმაგად დასაფასებელია და ხასიათის სიმტკიცეზე მეტყველებს. წარმატებები ჩვენს გიოს!❤️❤️❤️
არტ
01:47 19-08-2023
0
ძალიან მაგარია,ბრავო✊❤️
MARGALONA
01:02 19-08-2023
0

სიახლეები პოპულარული