"ვიქტორ ოსიმენი არ არის ერთადერთი დიდი ფეხბურთელი "ნაპოლიში", რომელიც კონტრაქტის განახლებას და ხელფასის ზრდას ელოდება.
IL MATTINO-ს თანახმად, ხვიჩა კვარცხელიამაც შეიძლება მალე განაახლოს კონტრაქტი და მნიშვნელოვნად გაზრდილი ხელფასი მიიღოს.
ბუნებრივი იქნება, თუ ქართველი და მისი წარმომადგენლები, სულ მცირე, 5 მილიონ ევროს მოითხოვენ წელიწადში. გასულ სეზონში მაგარი თამაშის შემდეგ სრულიად მოსალოდნელი იყო რომ მისი კონტრაქტი გადაიხედებოდა", - წერს