ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა

AutoSharing Option
29 წლის თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა ლიეტუვის ჩემპიონატის ლიდერ გუნდ "პანევეჟისში" გადავიდა.

ქართველ ფორვარდს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს. კაჭარავას დებიუტი 27 აგვისტოს "ბანგასთან" საშინაო მატჩში შეიძლება შედგეს.

"პანევეჟისის" მწვრთნელი ჯინო ლეტიერია, რომლის ხელმძღვანელობით ნიკა პოლონეთის "კორონაში" თამაშობდა.

"გუნდს დიდი ამბიციები აქვს და ჩემთვის ტიტულისთვის ბრძოლა მნიშვნელოვანია. ამ მწვრთნელთან ადრე ვმუშაობდი, ჩემ აქ გადმოსვლაში სწორედ მან ითამაშა დიდი როლი.

გუნდში შესანიშნავი ატმოსფეროა, თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. მიზანი გოლების გატანა და ჩემპიონატის მოგებაა", - განაცხადა კაჭარავამ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
კორეის მეორე ლიგას ჯობია
კიოლნი
15:50 22-08-2023
1
"კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გახანგრძლივების პერსპექტივით გაუფორმეს" - გამაგებიეთ ეს რას ნიშნავს? ანუ კონტრაქტი 1 - 2 - 5 - 10 თამაშით გაუფორმეს?
alexandre
14:18 23-08-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული