29 წლის თავდამსხმელმა ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა, - ამის შესახებ ქუთაისური კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით იტყობინება:
"ქუთაისის "ტორპედო" კლუბთან ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ნიკა კაჭარავამ დატოვა. ჩვენ მადლობას ვუხდით ნიკას გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში".
კაჭარავა "ტორპედოში" ამა წლის 11 თებერვალს გადავიდა და მას შემდეგ გუნდში 14 მატჩში 3 გოლი გაიტანა. ადრე "ტორპედო" როინ კვასხვაძემ, ლევან გეგეჭკორმა და გიორგი ქიმაძემ დატოვეს.