ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!

AutoSharing Option
ირაკლი აზაროვი დონეცკის "შახტარის" ფეხბურთელი გახდა - ინფორმაცია კლუბმა საკუთარ საიტზე გაავრცელა. საქართველოს ნაკრების მცველი უკრაინის ჩემპიონს სერბული "ცრვენა ზვეზდადან" შეუერთდა.

21 წლის ფეხბურთელმა "მეშახტეებთან" 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი ტრანსფერი უკრაინელებს 3 მილიონი ევრო დაუჯდათ. 1 წლის წინ ირაკლი ბათუმის "დინამოდან" "ცრვენა ზვეზდაში" მხოლოდ 300 000 ევროს სანაცვლოდ გადავიდა, სერბებმა კი მოთამაშე 10-ჯერ უფრო ძვირად გაყიდეს.

აზაროვი გუნდთან ერთად ვარჯიშს დღეიდან შეუდგება. დონეცკის "შახტარი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, იქამდე კი უკრაინის პრემიერლიგის მატჩები ელოდება.

აღსანიშნავია, რომ დონეცკურ გუნდს
დაცვაში ქართული ფლანგები ეყოლება - მარჯვენა მცველის პოზიციაზე გიორგი გოჩოლეიშვილი თამაშობს. ისიც ხაზგასასმელია, რომ საქართველოს ნაკრების დაცვის ხაზიდან ჩემპიონთა ლიგაზე 2 ფეხბურთელი ითამაშებს და დიდი ალბათობით, ორივე ძირითად შემადგენლობაში იქნება.
მკითხველის კომენტარები / 19 /
წარმატებები ვუსურვოთ ამ მეტად ნიჭიერ ფეხბურთელს!
მინდია
15:49 22-08-2023
2
წარმატებები ირაკლის. ეს ტრანსფერი იმითაც სასიხარულოა, რომ შახტარში თამაშით ნაკრების დაცვის ფლანგელების ფიზმომზადების და მოძრაობის პრობლემა მოგვარდება.
თენგაბი
16:13 22-08-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული